Ford Returning To CES 2016 With All-New GT As Official Show Vehicle
14 დეკემბერი
„ფორდის“ უახლესი სუპერ ავტომობილი GT, ლას ვეგასის
საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუს (CES) ოფიციალურ ავტომობილად გამოცხადდა. 5
იანვარს, როცა გამოფენა გაიხსნება, ცისფერი ოვალი ოფიცალურ პრეს კონფერენციას
გამართავს და პრესას თავის სუპერ ავტომობილს წარუდგენს. გარდა ამისა, საზოგადოებას
თავის სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის, ავტონომიურ ავტომობილებზე, მოუთხრობს.
როგორც „ფორდი“ ამბობს, გამოფენის ოფიციალურ
ავტომობილად GT-ს დასახელება, თავად ამ გამოფენის ორგანიზატორის, სამომხმარებლო
ტექნოლოგიის ასოციაციის (CTA) ინიციატივა იყო, რადგან „მისი ტექნოლოგია, ეკობუსტის
უმაღლესი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას იძლევა. მას აქვს ძალიან
დახვეწილი აეროდინამიკა და კარბონის მსუბუქი კონსტრუქცია“.
ამერიკული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი მარკ
ფილდსი ამბობს, რომ ცხრა წლის წინათ, „ფორდს“ პირველად ჰქონდა მნიშვნელოვანი
ექსპოზიცია CES-ზე. და ის ამაყობს იმით, რომ ამ სულისკვეთებას 2016 წლის
გამოფენაზეც შეინარჩუნებს. „იმ დროს, როცა ჩვენ ვავითარებთ გეგმას „ფორდ სმარტ
მობაილიტი“, CES არის საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ
წარმოვადგინოთ ჩვენი სიახლეები, რომლებიც კავშირის, მობილურობის და ავტონომიური
ავტომობილების მიმართულებით, ჩვენს სიახლეებს გაგაცნობთ“, - ამბობს ფილდსი.
შეგახსენებთ,
რომ „ფორდ GT“
აღჭურვილია სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 600
ცხენის ძალაზე მეტი იქნება.
No comments:
Post a Comment