Faraday Future Planning Massive $1 Billion
Factory In Nevada
14 დეკემბერი
ახლახანს შექმნილი ამერიკული საავტომობილო კომპანია
„ფარადეი ფიუჩა“, რომელსაც თავიდანვე ამბიციური გეგმები აქვს დასახული და ბაზარზე „ტესლას“
მომავალ მეტოქედ მოიაზრება, მალე თავის პირველ ავტომობილებს გაგვაცნობს, რომელთა ფოტო
ტიზერების გამოქვეყნებაც უკვე დაიწყო. პარალელურად კი გამოაქვეყნა მილიარდ დოლარიანი
საინვესტიციო გეგმა, რომელიც ლას ვეგასის (შტატი ნევადა) მახლობლად, ამწყობი ქარხნის
მშენებლობას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, მეზობელ ქალაქ რინოში (შტატი ნევადა),
„ტესლა“ თავის გიგაქარხანას აშენებს, რომელზეც 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა
გამოყოფილი. მაგრამ იქ მხოლოდ ლითიუმ იონური ელემენტების წარმოება იგეგმება. „ფარადეი
ფიუჩას“ ქარხანა კი მხოლოდ ავტომობილების წარმოებისთვისაა. ამერიკული კომპანია იქ თავისი
გამის ყველა მოდელს გამოუშებს.
„ფარადეი“ თავის პირველ კონცეპტუალურ ავტომობილს,
ლას ვეგასის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) წარადგენს. მის შესახებ
ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ფოტო ტიზერების მიხედვით შეიძლება
ვარაუდი, რომ ეს ქროსოვერი. შესაბამისად, ის „ტესლას“ უახლეს უგზოობის
ელექტრომობილ „მოდელ X-ს“ გაუწევს კონკურენციას.
მართალია, „ფარადეი ფიუჩა“ დამწყები კომპანიაა,
მაგრამ აქვს სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფა და უკვე ჰყავს 500 თანამშრომელი,
რომელთა დიდი ნაწილიც, „ტესლაშია“ ნამუშევარი. გარდა ამისა, მათ შორის არიან „ლამბორგინის“,
„ბეემვეს“, „აუდის“ და „ფერარის“ დიზაინერები და ინჟინრები.
No comments:
Post a Comment