დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 4, 2015

„რედ ბული“ „რენოს“ ძრავებს „TAG-ჰოიერის“ სახელით გამოიყენებს

Red Bull announces it will have TAG Heuer-branded F1 engine in 2016
4 დეკემბერი
„რედ ბულ რეისინგმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი გუნდი „რენოს“ რებრენდირებული აგრეგატით იასპარეზებს. ახალი ბოლიდს სრული სახელი კი იქნება „რედ ბყლ რეისინგ-TAG ჰოიერ RB12“. ამგვარად, ავსტრიული გუნდის და ფრანგული ავტოკომპანიის თანამშრომლობა მეათე წელსაც გაგრძელდება. ოღონდ, ხარები აგრეგატებს თავიანთი ახალი პარტნიორის და სპონსორის, საათების შვეიცარიულ კომპანია „TAG ჰოიერის“ სახელით მიიღებენ, რომელიც ახლახანს „მაკლარენს“ დაშორდა.
გასულ სეზონში „რენოს“ აგრეგატის არაკონკურენტუნარიანობის გამო, „რედ ბულმა“ მასთან კონტრაქტის (რომელიც მომავალ სეზონსაც მოიცავდა) გაწყვეტა გადაწყვიტა და „მერსედესთან“, შემდეგ კი „ფერარისთან“ დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ ამათ პოტენციური კონკურენტის გაძლიერება არ ისურვეს. და ხარებსაც ისღა დარჩენოდათ, ძველ პარტნიორთან დაბრუნების გზები ეძებნათ. ამაში მათ ბერნი ეკლსტოუნი დაეხმარა.
„TAG ჰოიერი“ თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო „მაკლარენის“ პარტნიორი. მათ შორის მაშინაც, როცა უოკინგელები „პორშეს“ ძრავებს იყენებდნენ (1980-იანებში). ის ძრავები კი „TAG პორშეს“ სახელით იყო ცნობილი. ამ ტანდემით მოასპარეზე პილოტებმა (ალენ პროსტი და ნიკი ლაუდა) ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

No comments:

Post a Comment