დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 4, 2015

ერთი კოლექციონერის რვა „ფერარი“ აუქციონზე გაიყიდება

Eight Iconic Ferraris Being Auctioned From Single Owner
4 დეკემბერი
სკოტსდეილის აუქციონზე, რომელსაც „გუდინგ ენდ კომპანი“ ატარებს და რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება, ცნობილ კოლექციონერ ტონ შუშანის რვა „ფერარი“ გაიყიდება. ეს კაცი ლოს ანჯელესელი, უძრავი ქონების ინვესტორია და შეერთებულ შტეტბში ერთ-ერთი საუკეთესო საავტომობილო კოლექციის პატრონია. მის მიერ აუქციონისთვის გამეტებული რვავე „ფერარის“ ჯამური ფასი 11 მილიონ დოლარზე მეტია.
ამ რვა ავტომობილს შორის, ყველაზე ახალი, 2003 წელს გამოშვებული „ფერარი ენცოა“, რომელიც აუქციონის სპეციალისტების მიერ, ყველაზე ძვირადაა შეფასებული. ავტომობილის საწყისი ფასი, 2.4-2.8 მილიონი დოლარია. ცნობისათვის, ბოლო, მე-400 რიგითი ნომრის მქონე „ენცო“ ამასწინათ აუქციონზე 6.05 მილიონ დოლარად გაიყიდა.
დაახლოებით იგივე ფასად არის შეფასებული 1995 წელს გამოშვებული „ფერარი F50“, რომელიც წითელ (როსო კორსა) ფერშია შესრულებული და ვერცხლისფერი ბორბლები აქვს. მისი სავარაუდო ფასია 2.5-2.9 მილიონი დოლარია. „ფერარის“ ჰიპერ ავტომობილების გამას ასრულებს 1990 წლის ლეგენდარული F40, რომლის სავარაუდო ფასია 1.3-1.6 მილიონი დოლარი, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასი ადვილად მიაღწევს 2.0 მილიონ დოლარს.
გარდა ამისა, რვა გასაყიდ ავტომობილს შორისაა 1964 წლის „ფერარი 250 GT ლუსო“ და „ფერარი 250 GT სერიზ II კაბრიოლეტი“, რომელთაგან პირველის სავარაუდო სააუქციონო ფასი 2.5 მილიონ დოლარს მისწვდება, მეორეს კი 2.0-2.3 მილიონის შანსი აქვს. გაცილებით იაფად აფასებენ დარჩენილ სამ ავტომობილს. ესენია: 1969 წლის „ფერარი დინო 206 GT“ (სავარაუდო ფასია 700-800 ათასი დოლარი), 1988 წელს გამოშვებული „ფერარი 328 GTS“ (125-150 ათასი) და 1984 წელს გამოშვებული „ფერარი 512 Bbi“ (400-475 ათასი).

No comments:

Post a Comment