Porsche's "Mission-E" EV Project Gets
The Green Light
5 დეკემბერი
„პორშემ“ კონცეპტუალურ ელექტრომობილ „მიშნ E’ს“
წარმოება გადაწყვიტა, რისთვისაც დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიციას და სამუშაო
ადგილების 1000-ით გაზრდას გეგმავს. დაახლოებით 700 მილიონ ევრო შტუტგარტ-ცუფენჰაუზენის
საწარმოს მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ახალი სამღებრო ხაზის და ახალი ამწყობი
ქარხნის მშენებლობაზე დაიხარჯება.
ასევე იგეგმება ახლანდელი ძრავების ქარხნის
სიმძლავრის გაზრდა. აქ „პორშე“ თავის ელექტრო ძრავებს გამოუშვებს. როგორც კომპანიის
აღმასრულებელთა საბჭოს თავმჯდომრე, დოქტორი ოლივერ ბლუმე ამბობს, „პორშე“ სპორტული
ავტომობილების ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია
და მალე გამოქვეყნდება. პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოების დაწყება კი ამ
ათწლეულის ბოლოს იგეგმება.
კონცეპტუალურ ელექტრომობილ „მიშნ E-ს“ პრემიერა
ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე შედგა. იქ მან დამთვალიერებლების და რაც
მთავარია, სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. ამის მიზეზი, გარეგნობასთან ერთად,
მისი მახასიათებლები გახდა - ავტომობილის ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის
ძალაა, სვლის სიშორე კი - 500 კილომეტრი. ამასთან, კონცეპტი სუპერ
ავტომობილებისთვის დამახასიათებელი აჩქარებითაც გამოირჩევა - ადგილიდან ასის
აკრეფა 3.5 წამში შეუძლია.
ბლუმი ამბობს, რომ „პორშე“ თავის მომხმარებლებს, „ყველაზე
სპორტულ და ტექნოლოგიურად დახვეწილ ავტომობილებს შესთავაზებს. ოღონდ, ასე იქნება,
თუ მსგავს ავტომობილს მყიდველს ვინმე სხვა 2019 წლამდე არ შესთავაზებს. „მიშნ E-სთვის“
შემუშავდა 800-ვოლტიანი დასამუხტი მოწყობილობა, რომელსაც ელემენტების 80 პროცენტით
15 წუთში დამუხტვა შეუძლია. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია მყიდველისთვის უსადენო
დასამუხტი მოწყობილობის შეთავაზება, რომლის დაყენებაც გარაჟში შეიძლება.
No comments:
Post a Comment