დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 17, 2015

„ასტონ მარტინმა“ ფ1-ის გადაწყვეტილება იანვრისთვის გადადო

Aston Martin delays F1 decision until January
17 დეკემბერი
„ასტონ მარტინმა“ ფორმულა 1-ში დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება მცირე ხნით გადადო. ბრიტანულმა კომპანიამ ჯერ „რედ ბულთან“ გააბა მოლაპარაკება, სავარაუდოდ, „ტორო როსოს“ გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შემდეგ მეზობელ „უილიამსს“ მიმართა, საბოლოოდ კი არჩევანი „ფორს ინდიაზე“ შეაჩერა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ასტონ მარტინი“ ინდური საჯინიბოს ტიტულოვანი პარტნიორი გახდება.
„ფორს ინდიას“ შეფი ვიჯეი მალია არ მალავს, რომ ისეთი კომპანიის პარტნიორობა, როგორიც არის „ასტონ მარტინი“, მისი გუნდისთვის დიდი სტიმული იქნება. მაგრამ მოლაპარაკება მათ შორის გაჭიანურდა, რამაც სუპერ ავტომობილების მწარმოებლის მხრიდან, გადაწყვეტილების მიღების იანვრისთვის გადადება გამოიწვია. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან „ასტონ მარტინის“ ხელმძღვანელობა ფ1-ში შესვლით არასაკმარისად არის დაინტერესებული.
„სკაის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კი გვამცნობს, რომ ბრიტანულმა კომპანიამ, მომავალ სეზონში ფ1-ის შესვლა გადაიფიქრა, თუმცა ამ პროექტს შემდგომში დაუბრუნდება. თუმცა „სკაის“ ეს ინფორმაცია, „ასტონის“ მარკეტინგის დირექტორმა საიმონ სპრულმა უარყო, ვინც ამბობს, რომ მისი კომპანია ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვას ისევ განიხილავს. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ლაპარაკია არამხოლოდ ფ1-ში ჩართვაზე, არამედ მოტორ სპორტული აქტივობების გაფართოებაზეც.
„ჩვენ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. და ალბათ, ახალ წლამდე, არც ფ1-ზე და არც მოტორ სპორტის სხვა აქტივობებზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მიზნები და ის, თუ რის მიღწევას ვგეგმავთ. და ჩვენს გეგმებში მხოლოდ ფ1-ს არ განვიხილავთ“, - ამბობს სპრული.

No comments:

Post a Comment