დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 12, 2015

„ტორო როსო“ ახალ მანქანაზე გამალებით მუშაობს

Toro Rosso Working Overtime On 2016 F1 Car
12 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსოს“ თანამშრომლებს, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა უწევთ. იტალიური გუნდს საინჟინრო შტაბი და საწარმო ამ რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაიგეს იმ ძრავის პარამეტრები, რომლებიც თავიანთ საკმაოდ წარმატებულ შასის უნდა მოარგონ.
ახალ მანქანაზე მუშაობის გვიან დაწყება ხშირად იმით გრძელდება, რომ გუნდი ვერ ასწრებს ზამთრის ტესტებისთვის სათანადოდ მომზადებას, რაც სეზონის განმავლობაში, მათს შედეგებზე უარყოფითად აისახება ხოლმე. „რედ ბულის“ მეორე გუნდში ეს კარგად იციან და ცდილობენ, რომ საქმეს ტესტების დაწყებამდე მოაბან თავი. „ტორო როსო“ მომავალ სეზონში „ფერარის“ იმ სპეციფიკაციის ძრავებს მიიღებს, რომლითაც მარანელოელებმა გასული სეზონი დაასრულეს. ამიტომ, ისინი ჩემპიონატის დასაწყისიდანვე, წამგებიან პოზიციაში იქნებიან.
ძრავის დაგვიანებით მიღების გამო, „ტორო როსოს“ შეფმა ფრანც ტოსტმა, გუნდის მუშაობა სამცვლიან რეჟიმზე გადაიყვანა: „ჩვენ მოსამზადებელი პერიოდი, შექმნილი სიტუაციის შესაბამისად დავგეგმეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი მუშაობა მოგვიწევს, რათა ტესტებისთვის მზად ვიყოთ. ჩვენი მხრივ, ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს. გვაფიქრებს მხოლოდ სხვა მომწოდებლების ოპერატიულობა და საშობაო არდადეგები, როცა მუშაობას ვერ შევძლებთ, რადგან მომწოდბლები ამ დროს, ხშირად ათ დღესაც კი ისვენებენ ხოლმე. სწორედ ეს გარემოება თუ გაგვირთულებს საქმეს“, - ამბობს ტოსტი.
იტალიურ გუნდში იმედოვნებენ, რომ მომავალ სეზონში, მოწინავე გუნდებთან ახლოს იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ „უილიამსის“ და „ფორს ინდიას“ დონის გუნდებთან პაექრობას გეგმავენ. ოღონდ, ძნელი სათქმელი, როგორ მოახერხებენ ამას „ფერარის“ ძველი აგრეგატით, როცა ამ გუნდებისთვის „მერსედესის“ უახლესი ძრავები იქნება ხელმისაწვდომი. იმავდროულად, „ტორო როსოში“ ფიქრობენ, რომ „ფერარის“ ძველი ძრავი, „რენოს“ ახალ აგრეგატზე უკეთესი იქნება. „მერსედესისა“ კი მათთვის მიუწვდომელი იყო. მაგრამ ხარები იმედოვნებენ, რომ უკეთესი აეროდინამიკის ხარჯზე შეძლებენ მეტოქეებთან ტოლსწორად პაექრობას.
ტოსტი ამბობს, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობა გუნდს ადრეც უწევდა ხოლმე. ოღონდ, ეს მხოლოდ ტესტების წინა დღეებში ხდებოდა და მხოლოდ ორი-სამი დღით. ამჯერად კი მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, „ტორო როსოს“ წევრებს დაძაბული მუშაობა მოუწევთ.
უნდა ითქვას, რომ „ტორო როსოს“ ორივე ახალგაზრდა პილოტმა დაიმსახურა კონკურენტუნარიანი ბოლიდი, რომელიც თავიანთი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment