Eight US States And Four European Countries To
Ban Petrol And Diesel Car Sales From 2050
12 დეკემბერი
მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს თემა უკვე ძალიან
აქტუალურია. ახლახანს „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ 2050 წლიდან მის გამაში აღარ იქნება
შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. და აი, შეერთებული შტატების რვა შტატმა
და ევოპის ოთხმა სახელმწიფომ, იაპონურ კომპანიას მხარი აუბა და გამოაცხადა, რომ 2050
წლიდან მათს ტერიტორიებზე შიდაწვისძრავიანი, ბენზინის და დიზელის ძრავებით
აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება.
ამერიკის შტატებს შორის, ნულოვანი გამონაბოლქვის
მქონე ავტომობილებისთვის უპირატესობის მინიჭების საქმეში, გამოკვეთილი ლიდერი
შტატი კალიფორნია, სადაც უკვე გეგმავენ, რომ 35 წლის შემდეგ, სრულად აიკრძალოს
შიდაწვის ძრავების აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვა. კალიფორნიას მალე მიბაძეს როდ
აილენდმა, კონქტიკუტმა, მერილენდმა, მასაჩუსეტსმა, ნიუ იორკმა, ორეგონმა და ვერმონტმა.
ნულოვანი გამონაბოლქვის გლობალურ ალიანსს მალე შეუერთდებიან ევროპის წამყვანი
ქვეყნები - გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია და ჰოლანდია. მათ გარდა,
მწვანე არჩევანს მალე კანადის უდიდესი პროვინცია კვებეკი გააკეთებს.
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, ახალ
მწვანე ინიციატივაში მალე სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან. საბოლოოდ კი, მის მიზანს, მთელს
მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დაახლოებით 40 პროცენტით შემცირება წარმოადგენს.
არსებობს რეალური ვარაუდი იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევა, გლობალური დათბობის პროცესის
შეჩერებას და ზღვის დონის კლებას გამოიწვევს.
ამ ეტაპზე, არც შეერთებულ შტატებში და არც ნულოვანი
გამონაბოლქვის ავტომობილების ალიანსის სხვა ქვეყნებში, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების
გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონები არ მიუღიათ. და სავარაუდოდ, ასე
ადრეულად ეს არც მოხდება. შესაბამისად, მათ მიერ გამოცხადებული აკრძალვა მხოლოდ
სიმბოლური ხასიათისაა. უფრო მეტიც, ჯერ ისიც საკითხავია, აქვთ თუ არა მათ ამის უფლება.
ყოველ შემთხვევაში, ამას აუცილებლად გააპროტესტებენ ავტომწარმოებლები, თუ იმ
დროისთვის, შიდაწვისძრავიან ავტომობილების წარმოების მოცულობა მნიშვნელოვანი იქნება.
სავარაუდოდ,
აკრძალვის კანონები საჭირო არ გახდბა, რადგან პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები და
ელექტრომობილები თანდათან იკიდებს ფეხს მსოფლიო ბაზარზე და ისინი დროთა განმავლობაში,
აკრძალვების გარეშე გამოდევნიან შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. ან ასეთების
წარმოება მინიმუმზე დავა და ისინი ატმოსფეროს ძირითადი დამაბინძურებლები აღარ იქნებიან.
No comments:
Post a Comment