Bentley Reportedly Considering Entry-Level Coupe
31 ივლისი
ახალი ტიპის ძრავების გარდა, საწვავის ხარჯის და
მასთან ერთად, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად, ავტომწარმოებლები
თავიანთი ავტომობილების გაბარიტების და წონის შემცირებას ცდილობენ. სხვანაირად
ევრო6 სტანდარტის დაკმაყოფილება გაუჭრდებათ. ამიტომაა, რომ „ბენტლიც“ კი, რომელსაც
ადრე არასდროს აინტერესებდა საწვავის ხარჯი და მცირე გაბარიტები, ახლა ამ საკითხებს
ყურადღებას უთმობს.
სხვათა შორის, „ბენტლის“ სპორტული იმიჯი აქვს, მაგრამ
მისი „ყველაზე სპორტული“ მოდელი „კონტინენტალი“, თავისი გაბარიტებით და მითუმეტეს
წონით (ორ ტონაზე მეტს იწონის), არც ისე სპორტულად გამოიყურება. თუნდაც მას შემდეგ,
რაც სარბოლო ფორმაში გამოაწყვეს. მაგრამ მალე შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს.
როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იტყობინება, „ბენტლი“ თავის გამაში მეოთხე
ავტმობილის დამატებას განიხილავს და ეს ავტომობილი მომცრო კუპე უნდა იყოს, რომელიც
სწორედ „კონტინენტალის“ დაბლა დაიკავებს ადგილს და მხოლოდ V8
ძრავებით აღიჭურვება.
მცირე
ზომებთან ერთად, ეს იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი „ბენტლი“, რომელიც კონკურენციას „ასტონ
მარტინ ვენტეჯს“, „პორშე 911-ს“ და „მაკლარენის“ P13-ს გაუწევს, რომელიც ბაზარზე
ჯერ არ გამოსულა.
No comments:
Post a Comment