Ford Pays Tribute to Grounded F-35 Fighter Jet
with One-Off 2015 Mustang
28 ივლისი
„ფორდს“ ახალი „მუსტანგის“ წარმოება ჯერ არ
დაუწყია, თუმცა უკვე შეიმუშავა მისი სპეციალური ვერსია, რომელიც საავიაციო თემას ეძღვნება.
ავტომობილი მრავალმხრივი დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავ „F-35 ლაითნინგ II-ისადმი
პატივისცემის გამოხატულებაა. ეს მეორე მსგავსი პროექტია, რომელიც „ფორდმა“ ამ ორ
წელიწადში განახორციელა. შარშან ახლანდელი „მუსტანგის“ ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო
ძალების გუნდ „თანდერბერდის“ სპეც ვერსია დამზადდა.
ცისფერ ოვალს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები,
რომლებსაც მიაჩნიათ, რომ F-35-ისადმი „მუსტანგის“ სპეც ვერსიის მიძღვნა შეცდომაა,
რადგან ამ თვითმფრინავს გარკვეული პრობლემები ჯერაც აქვს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ
ეს არის თანამედროვე სამხედრო ავიაციის ბოლო სიტყვა და კომპანიის მარკეტოლოგების აზრით,
მასთან გაიგივება, „მუსტანგის“ იმიჯს მხოლოდ წაადგება.
შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც სპეც „მუსტანგი“
საქველმოქმედო დანიშნულებით დამზადდა - ის აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა,
ექსპერიმენტული თვითმფრინავების ასოციაციის „ახალგაზრდა არწივების“ პროგრამას მოხმრდება.
ამ პროგრამის მიზანი, სამხედრო ავიაციით ახალგაზრდების დაინტერესებაა. ამ პროგრამის
ფარგლებში, 1992 წლის შემდეგ, გაცნობით ხასიათის ფრენებში მონაწილეობა 1.8 მილიონ
ახალგაზრდას აქვს მიღებული.
პროექტი „მუსტანგ F-35 ლაითნინგ ედიშნ“ ერთჯერადია.
ამჯერად სპეც ვერსიის საფუძვლად ახალი „მუსტანგის“ ვერსია GT გამოიყენეს, რომელიც 5.0-ლიტრიანი
V8 ძღავითაა აღჭურვილი, რომელიც 435 ცხენის ძალას და 541 ნიუტონმეტრს იძლევა. მისი
მთავარი თავისებურება ისაა, რომ მქრქალი ტიტანის ფერშია შეღებილი, რითაც საბრძოლო F-35-ს
მოგაგონებთ. ავტომობილს აქვს ზორბა წინა სპლიტერი, რომელიც კარბონისგანაა დამზადებული
და უკანა დიდი დიფუზორი. ავტომობილის უკანა ნაწილი ყვითელი და შავი ფერებითაა
გაწყობილი. გარდა ამისა, კაპოტს სქელი შავი გრძივი ზოლი გასდევს, რომელსაც ყვითელი
წვრილი ზოლები ამშვენებს. სალონში კი „რეკაროს“ სპორტული სავარძლები დაგხვდებათ,
რომლებზეც წარწერა „F-35 ლაითნინგ“ არის ამოტვიფრული. მოდიფიცირებულია მაჩვენებლების
დაფა.
No comments:
Post a Comment