Hungarian GP: Daniel Ricciardo feared retirement
mid-race
28 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის გამარჯვებული დანიელ რიკარდო ამბობს,
რომ შუა რბოლაში ძრავის პრობლემები შეექმნა, რის გამოც გაჩერებასაც კი აპირებდა.
ავსტრალიელი ამბობს, რომ მოულოდნელად ძრავს სიმძლავრე დააკლდა, რის შემდეგაც მან
საჭის რგოლზე არსებული გადამრთველებით შეძლო სიტუაციის გამოსწორება. რბოლის
მიწურულს კი ლუის ჰამილტონის და ფერნანდო ალონსოს გასწრებით, ამ სეზონში და კარიერაშიც,
მეორე გამარჯვება მოიპოვა.
„შუა რბოლაში შიში ვჭამე - რამდენიმე წრის
განმავლობაში, პრობლემები შემექმნა. ძრავს სიმძლავრე დააკლდა. გადამრთველების
გამოყენება დამჭირდა და როგორღაც მოვახერხე სიტუაციის გამოსწორება. ასე რომ, დიდი
შანსი მქონდა იმისა, რომ რბოლა ნაადრევად დამესრულებინა“, - ამბობს რიკარდო, ვინც
პირველი გამარჯვება კანადაში მოიპოვა.
ავსტრალიელი
დასძენს, რომ როცა ალონსოსა და ჰამილტონს დაეწია, იცოდა, რომ გამარჯვების შანსი
გაუჩნდა: „ჩვენ უნდა გაგვესწრო, რადგან უფრო ახალი საბურავები გვქონდა. ვიცოდი,
რომ სასიამოვნო ფინოში მელოდა, თუმცა გამარჯვებისკენ ერთადერთი გზა მიდიოდა - მათთვის
უნდა გამესწრო. ლუისს მეორე მოსახვევში შევუტიე და როცა ალონსოს უკან აღმოვჩნდი,
ვიცოდი, რომ ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა, რადგან ლუისს DRS-ის გამოყენება შეეძლო.
როცა ლიდერი გავხდი, რამდენიმე წრეღა გვქონდა დარჩენილი“.
No comments:
Post a Comment