Hamilton angling for new EUR 90m contract
28 ივლისი
ნიკო როსბერგმა „მერსედსთან“ კონტრაქტი სამი წლით
გააგრძელა. ახლა ჰამილტონის ჯერია, მაგრამ ის ისედაც მაღალი ხელფასის გაზრდას
მოითხოვს - სამ სეზონში 90 მილიონი ევროს მიღება სურს. ეს ინფორმაცია უნგრული
რბოლის შემდეგ, გერმანულმა გამოცემა „ბილდ ცაიტუნგმა“ გაავრცელა. ბრიტანელს
სამქიმიანებთან კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი რჩება და ახლა სწორედ ის დროა,
მომავალზე იფიქროს.
გავრცელებული ინფორმაციით, როსბერგს ახალი
კონტრაქტით ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდა და ჰამილტონის აპიტიტის ზრდაც ამის
შედეგია. ახალი კონტრაქტით, გერმანელი სამ სეზონში 55 მილიონ ევროს მიიღებს, ანუ
მისი ხელფასი მაინც ვერ სწვდება ჰამილტონის ახლანდელ ხელფასს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მერსედესი“
დაინტერესებულია „რედ ბულიდან“ სებასტიან ფეტელის გადაყვანით. სანცვლოდ, ავსტრიული
გუნდისთვის ჰამილტონის დათმობას აპირებს. ამგვარად, სამქიმიანები სრულიად გერმანულ
გუნდად ჩამოყალიბდებიან.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ბუდაპეშტში
ხუმრობდა, ჰელმუტ მარკო (კომპანია რედ ბულის მრჩეველი ავტოსპორტის საკითხებში) და
ნიკი ლაუდა ერთად საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენო. ამით მან ხუმრობით ის იგულისხმა,
რომ მათ ბევრი აქვთ სალაპარაკოო. და რა უნდა ჰქონდეთ სალაპარაკო? რა თქმა უნდა,
პილოტების საკითხი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ხომ გაქანებული „სილი სეზონია“,
რომლის დროსაც, ათასგვარი სატრანსფერო ვარაუდის მოსმენა შეიძლება, რომელთა
უმეტესობაც ახლოსაც არაა სიმართლესთან.
მარკოს ამ ჭორების საწინააღმდეგო არაფერი აქვს -
ახლა კონტრაქტების დროა და რა მოხდა, თუ ამ თემას ხალხი სხვადასხვაგვარად მოყვებაო.
სამაგიეროდ, ტელევიზია „სკაისთან“ საუბრისას, მარკომ განაცხადა, რომ არ აპირებს „მერსედესსა“
და ფეტელს შორის ურთიერთობის კომენტირებას. უმჯობესია, თუ თავად მას (ფეტელს)
ჰკითხავთ ამაზეო...
No comments:
Post a Comment