დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 28, 2014

„ასტონ მარტინმა“ სედან „ლაგონდას“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

New Aston Martin Lagonda Sedan Teased, Made Exclusively for the Middle East
28 ივლისი
ახლოვდება დრო, როცა „ასტონ მარტინის“ მიერ აღდგენილ ბრენდ „ლაგონდას“ პირველ სპორტულ სედანს ვიხილავთ. ოღონდ, საფულის ძებნას ნუ დაიწყებთ, რადგან ამ ავტომობილის მუშტრად ბრიტანულ კომპანიას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობმაგნატები ეგულება. და რახან ასეა, ისედაც ზეძვირი ავტომობილების მწარმოებელი „ასტონი“ მას კიდევ უფრო მაღალ ფასს დაადებს.
ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტო ტიზერს განმარტებაში სწორედ ასე უწერია - „ეს შესანიშნავი ლუქს კლასის სუპერ სედანი, „ლაგონდას“ ეთოსს გააცოცხლებს, რომელიც „სწრაფ ავტომობილებს შორის საუკეთესოებს“ ეხება. ის მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, რადგან იქ მასზე სპეციფიკური მოთხოვნაა“.

ექსკლუზიურ ავტომობილებს გეიდონის საწარმოში, ხელით ააწყობენ, ზუსტად იქ, სადაც სუპერ ავტომობილ „ვან 77-ს“ აწარმოებდნენ. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სედანს „ასტონ მარტინის“ მოქნილ პლატფორმა VH-ზე ააწყობენ. „ლაგონდას“ ძარის პანელების დიდი ნაწილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. რაც შეეხება სედანის სტილს, ის უილიამ ტაუნსის მიერ 1976 წელს შემუშავებული „ლაგონდას“ შთაგონებით შეიმუშავეს.
„ამ მდიდრული სუპერ სედანის ახლო აღმოსავლეთში დებიუტი მღელვარე მომენტია არამხოლოდ „ასტონ მარტინისთვის“, არამედ დახვეწილი გემოვნების მქონე შეძლებული მომხმარებლებისთვისაც, ვინც განუმეორებელ ფუფუნებას და პერსონალიზაციას ელტვიან. ეს ავტომობილი დაპროექტდა და შემუშავდა წინა „ლაგონდას“ სულისკვეთებით და მის საპატივცემულოდ, სახელიც მისგანვე მიიღო“, - ამბობს „ასტონ მარტინის“ დიზაინის განყოფილების დირექტორი მარეკ რაიხმანი.
ჯერჯერობით ლაპარაკი არაა ძრავზე, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, კაპოტქვეშ V12 ძრავის გარდა, სხვა აგრეგატი განლაგდეს. რაც შეეხება ფასს, ბრიტანული კომპანია ამბობს, რომ ავტომობილი ძალიან ძვირი ეღირება, ოღონდ ნულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

No comments:

Post a Comment