Land Rover Shows the Shape of 2015 Discovery
Sport in Clearest Photos Yet
29 ივლისი
„ლენდ როვერმა“ ოფიცალურად გამოაქვეყნ თავისი
უახლესი ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ სატესტო პროტოტიპის ფოტოები, რომლებზეც
ავტომობილი სერიული სახითაა, ოღონდ მისი ძარა, ამ მოდელისთვის დამახასიათებელ ტექნიკურ
თავისებურებათა სურათებითაა მოხატული. თამმდ შეიძლება ითქვას, რომ „დისქავერი
სპორტი“ ბრიტანული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი იქნება,
რადგან ის მზარდი პოპულარობის მქონე, უგზოობის კომპაქტური ავტომობილების კლასში
გაიყიდება.
„დისქავერი სპორტი“ აწ უკვე ძველი „ფრილენდერის“
შემცვლელია და ის „დისქავერის“ ახალი ოჯახის ყველაზე პატარა და თანაც, პირველი
წევრი გახდება. როგორც მის ძარაზე არსებული ნახატებიდან ჩანს, ავტომობილს სალონში
სავარძლების მესამე რიგიც ექნება, რომლის დაკეცვის შემთხვევაშიც, საბარგულის
მოცულობა გაიზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, „დისქავერი სპორტი“ კონცეპტ „ლენდ
როვერ ვიჟნის“ სერიული ვერსიაა და გარეგნულად მისგან პრაქტიკულად არ განსხვევდება.
„როგორც დისქავერისგან“ იყო მოსალოდნელი, „დისქავერი
სპორტი“ უნივერსალური ავტომობილია და ოპციის სახით, სავარძლების 5+2 ფორმულას
გთავაზობთ. მასში შეიძლება როგორც საბარგულის მოცულობის გაზრდა, ასევე სავარძლების
კონფიგურაციის შეცვლა. და ეს ყველაფერი კომპაქტურ ზომებში ეტევა“, - ამბობს „ლენდ
როვერის“ დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი.
„დისქავერი სპორტის“ სატესტო პროტოტიპები ჰელივუდის
ქარხანამ ახლახანს დაამზადა და ისინი მაშინვე საგზაო ტესტების ბოლო ეტაპზე
გაიგზავნა. ეს ტესტები ყველა კონტინენტზე ჩატარდება. ბაზარზე კი ავტომობილი მომავალ
წელს გამოვა. ამასთან, გაყიდვებში ჯერჯერობით რჩება ახლანდელი „დისქავერი“, „ლენდ
როვერის“ გამაში, „დისქავერი სპორტზე“ ერთი საფეხურით მაღლა დგას.
No comments:
Post a Comment