დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 18, 2014

„ნისანი“ კონცეპტუალურ „სპორტ სედანს“ გამოუშვებს

Nissan Boss Says "We Will Build" Sport Sedan Concept
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტი, „ნისანის“ კონცეპტუალური „სპორტ სედანი“ გახდა. იაპონურმა კომპანიამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას იმ შემთხვევაში აუნთებდა მწვანე შუქს, თუ მას დეტროიტის მოტორ შოუ კარგად მიიღებდა. რა თქმა უნდა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ის წინაპირობა, რაც „მწვანე შუქს“ სჭირდებოდა, უკვე არსებობს.

Friday, January 17, 2014

„ფორდი“ ალუმინის ფართოდ დანერგვას იწყებს

Ford to Expand Aluminum Use to Other Vehicles
17 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მსგავსად, თავის მოდელებზე ალუმინის ფართოდ გამოყენებას იწყებს „ფორდც“, რომელმაც პირველად ალუმინის ძარა თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-სთვის დაამზადა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა, მისი გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

„პირელიმ“ ფ1-თან კონტრაქტი გააგრძელა

Motor racing-Pirelli renews F1 supply contract
17 იანვარი
საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პირელიმ“ ფორმულა ერთთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. ამგვარად, საბურავების არასაიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) არჩევანი ისევ „პირელიზე“ შეაჩერა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. ამასთან ითქვა, რომ ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც, საბურავების მიმწოდებლის შესარჩევად, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

რონ დენისი ისევ „მაკლარენის“ გუნდის შეფი გახდა

Motor racing-Dennis retakes control of McLaren F1 team
17 იანვარი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის პოსტს ისევ რონ დენისი დაუბრუნდა, ვინც მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ გუნდს 1982-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მარტინ უიტმარშს ჩაანაცვლებს, რომლის მომავალიც გაურკვეველია. ამგვარად, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის გარდა, 66 წლის დენისი ასევე ჯგუფის დირექტორთა თავმჯდომარის და „მაკლარენ ავტომოტივის“ ხელმძღვანელის როლსაც შეუთავსებს.

Thursday, January 16, 2014

ჩემპიონების მანქანას ხერესში ვნახავთ

Red Bull to launch 2014 car, the RB10, in pitlane on first morning of Jerez test
16 იანვარი
ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა თასის ოთხგზის მფლობელი, ავსტრიული „რედ ბულ რეისინგი“ ახალ სეზონის ხერესის ტესტებით დაიწყებს. წითელი ხარები თავიანთ ახალ სარბოლო ავტომობილს, RB10-ს ტესტების პირველ დილას, პადოკში წარადგენენ.

რატომ აირჩია ფეტელმა N5

Vettel's number 5 not Schumacher tribute
16 იანვარი
სებასტიან ფეტელმა განმარტა, თუ რატომ აირჩია ფ1-ის კარიერაში თავის ნმრად 5 და არა რომელიმე სხვა რიცხვი. როგორც ცნობილია, ახალ სეზონში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პირველი ნომრით იასპარეზებს, მაგრამ თუ ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო, მაშინ „თავის ნომერს“ დაუბრუნდება.

„ფორდ მუსტანგი“ დეტროიტის შოუს რჩეულია

2015 Ford Mustang Wins Detroit’s Best Production Car Award
16 იანვარი
ჟიურიმ, რომელშიც 30 წამყვანი საავტომობილო დიზაინერი შედის, დეტროიტის მოტორ შოუს საუკეთესო სერიულ ავტომობილად „ფორდის“ ახალი „მუსტანგი“ დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მასქლ ქარების ენთუზიასტებმა ამ ავტომობილის გარეგნობა არაერთგვაროვნად მიიღეს, „სტანგმა“ მაინც უკან მოიტოვა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიცაა „შევროლე კორვეტ Z06“, „ლექსუს RC-F“ და „ბეემვეს“ უახლესი M4.

საბურავი, რომელსაც დაძველება აუმჯობესებს

Michelin Debuts New Tires that Improve with Age in Detroit
16 იანვარი
ვიცით, რომ ღვინოს დაძველება უხდება, მაგრამ თუ ეს წესი ოდესმე საბურავებზეც გავრცელდებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. დეტროიტის მოტორ შოუზე კი, ფრანგულმა კომანია „მიშლენმა“ სწორედ ისეთი საბურავი წარადგინა, რომელიც ცვეთასთან ერთად, მახასიათებლებს იუმჯობესებს. ასეთი საბურავის წარმოების ტექნოლოგიას „ევერგრიპ“ (მუდამ მოდებაში) უწოდეს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა, რომ ის 60 000 მილს (დაახლოებით 96 000 კილომეტრს) გაგატარებთ.

Wednesday, January 15, 2014

პირველი კონცეპტუალური „მუსტანგი“ დეტროიტში

Ford Mustang 1 Concept Brings its Tiny V4 Engine to Detroit
15 იანვარი
ახლახანს „ფორდმა“ თავის პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ მეექვსე თაობა გაგვაცნო. პრემიერა ამ ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 50 წლის იუბილეს დაემთხვა და ამ მოვლენის აღსანიშნავად, ცისფერი ოვალი არაერთ საზეიმო ღონისძიებას გეგმავს. რა თქმა უნდა, მათი მთავარი პერსონაჟი „მუსტანგი“ იქნება.

Tuesday, January 14, 2014

„ტოიოტას“ კონცეპტი FT-1 - უკან მომავალში, თუ წინ წარსულში?

Toyota FT-1 Concept previews a future we want to live in
14 იანვარი
ეს ყველაფერი ასე უნდა გავიგოთ - „ტოიოტა“ ძველი დიდების საფუძველზე, მორიგ ტრიუმფულ სვლას გეგმავს, რომლის დასაწყისიც, ახალი „სუპრას“ გამოშვება შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ბაზარი ამ ავტომობილს მოუთმენლად ელის და კონცეპტუალური FT-1 შესაძლოა „სუპრას“ პირველი მახარობელიც კი იყოს. აბრევიატურაც ხომ ასე იშიფრება - „მომავლის ტოიოტა-1“, ანუ მას ალბათ მეორეც მოჰყვება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ კონცეპტის სახით, იაპონური კომპანიის მომავალს ვხედავთ.

ახალი „ფორდ F-150“ - უფრო მსუბუქი და ეფექტური

Ford's Lighter and More Efficient All-New 2015 F-150 Officially Revealed
14 იანვარი
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტომობილი, „ფორდის“ ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია. მასზე არაერთი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება, რომელთა წყალობითაც, პიკაპმა F-150-მა უნდა განიმტკიცოს არამხოლოდ პიკაპების სეგმენტის, არამედ მთლიანად, ამერიკული ბაზრის უპირობო ლიდრის პოზიცია, რომელსაც უკვე 30 წელიწადზე მეტია, არავის უთმობს.

სულ სხვა ფ1-ის მოლოდინში

F1 drivers will need all-new race approach for 2014
14 იანვარი
ახალი სეზონიდან, რეგლამენტის რადიკალური ცვლილება, მხოლოდ მანქანების გარეგნულ მხარეზე არ აისახება. რბოლებისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა დასჭირდებათ პილოტებსაც, რადგან მათს განკარგულებაში მხოლოდ 100 კილოგრამი საწვავი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ რბოლების დროს, საწვავის ეკონომიურ გამოყენებაზე ზრუნვაც მოუწევთ.

Monday, January 13, 2014

„შევროლეს“ წლის საუკეთესო ავტომობილები

GM Scoops 2014 North American Car and Truck of the Year Awards with Corvette & Silverado
13 იანვარი
„შევროლე კორვეტ სტინგრეი“ და „შევროლე სილვერადო“, ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად დაასახელეს. ტრადიციული კონკურსის შედეგები, დეტროიტის მოტორ შოუს პრესის დღეების გახსნისთანავე გამოაცხადეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „შევროლე“ წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებას იგებს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე პიკაპების და უგზოობის ავტომობილების კატეგორიებში. ადრე მსგავსი დუბლი მხოლოდ „ფორდს“ და „ჰონდას“ აქვთ შესრულებული.

„მაკლარენმა“ შარშანდელი ჩავარდნის მიზეზი ვერ დაადგინა

McLaren's 2013 flaws not fully understood – Paffett
13 იანვარი
„მაკლარენმა“ გასული სეზონი ჩააგდო და ის ისე დაასრულა, რომ ჩავარდნის მიზეზების დადგენაც ვერ მოხერხდა, - ამბობს ფორმულა ერთის ბრიტანული გუნდის ტესტ მრბოლი, ბრიტანელი გერი პაფეტი, ვინც ახლახანს უახლესი სარბოლი ავტომობილის (MP4-29) სიმულატორზე გამოცდა დაასრულა.

Sunday, January 12, 2014

„ზენოს E10-ის“ დებიუტი ბირმინგემში

Zenos E10 revealed at Autosport International
10 იანვარი
ახალმა ბრიტანულმა კომპანიამ, სახელად „ზენოსმა“, რომელიც „კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ დააარსა, პირობა შეასრულა და ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე, რომელიც ტრადიციულად ბირმინგემში ჩატარდა, თავისი პირველი ავტომობილი, სპიდსტერის ტიპის E10 წარადგინა.