Ford to Expand Aluminum Use to Other Vehicles
17 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მსგავსად, თავის მოდელებზე ალუმინის
ფართოდ გამოყენებას იწყებს „ფორდც“, რომელმაც პირველად ალუმინის ძარა თავისი
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-სთვის დაამზადა. ამ ავტომობილის
მსოფლიო პრემიერა ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა, მისი გაყიდვები კი წლის
ბოლოს დაიწყება.
დეტროიტში ცისფერი ოვალის აღმასრულებელმა თავმჯდომარე
ბილ ფორდმა განაცხადა, რომ პიკაპი F-150 მისი კომპანიის ერთადერთი ალუმინსძარიანი
ავტომობილი არ იქნება და იმავე ტექნოლოგიას დროთა განმავლობაში, „ფორდის“ სხვა
ავტომობილებზეც დანერგავენ.
„ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, ალუმინის სხვა
ავტომობილებზე გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ“, - მოტორ შოუს დროს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა ბილ ფორდმა. ოღონდ, მან არ დააზუსტა, რომელ მოდელებზე
აპირებს იმ ტექნოლოგიის დანერგვას, რომელსაც სამხედრო ავტომობილების ჯავშნისთვის
იყენებენ.
სავარაუდოდ, დირბორნელები პირველ რიგში ალუმინის
დანერგვას ქროსოვერებსა და უგზოობის ავტომობილებზე დაიწყებენ, რათა მათი საწვავის
შემცირება შეძლონ და ამით საწვავის ეკონომიურობის საშუალო კორპორატიული მაჩვენებლის
შემცირება შეძლონ.
ცნობისათვის,
ალუმინის ძარის წყალობით, პიკაპ F-150-ის წონა, მის წინამორბედთან შედარებით, 317 კილოგრამით
არის შემცირებული. ამის და ეკობუსტის სერიის 2.7-ლიტრიანი ძრავის წყალობით, ამ
ავტომობილს თავის კლასში საწვავის ყველაზე მცირე ხარჯი ექნება.
No comments:
Post a Comment