Nissan Boss Says "We Will Build" Sport
Sedan Concept
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული დებიუტანტი, „ნისანის“ კონცეპტუალური „სპორტ სედანი“ გახდა. იაპონურმა კომპანიამ
თავიდანვე გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას იმ შემთხვევაში აუნთებდა
მწვანე შუქს, თუ მას დეტროიტის მოტორ შოუ კარგად მიიღებდა. რა თქმა უნდა, ჯერ
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ის წინაპირობა, რაც „მწვანე შუქს“
სჭირდებოდა, უკვე არსებობს.
„ჩვენ ამ მანქანას გამოვუშვებთ და ის კონცეპტუალური
ვერსიისგან ძლიერ განსხვავებული არ იქნება. საერთოდ, კონცეპტუალური ავტომობილების
შექმნის მიზანი ისაა, რომ გავიგოთ, როგორ მიიღებს მას ბაზარი. და ჩვენც ვცდილობთ,
კონცეპტში ჩვენი უნსრის მაქსიმუმი ჩავაქსოვოთ. დღეს კონცეპტებს იმ მომავალი
მყიდველებისთვის ვქმნით, ვინც ჯერ 17 წლისაა, ან უფრო პატარაც. სანამ ბაზარს კონცეპტები
სერიულ ავტომობილებად მოევლინება, ეს თაობა, რომელსაც სრულიად განსხვავებული
გემოვნება და მოთხოვნები აქვს, მყიდველუნარიანი გახდება“, - ამბობს „ნისანის“
აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ენდი პალმერი.
კონცეპტუალური „სპორტ სედანი“, თავისი საკმაოდ
აგრესიული გარეგნობით, ახალი თაობის მყიდველისთვისაა შემუშავებული და პალმერიც პირველ
რიგში სწორედ მას გულისხმობს. კომპანიის უფროსი ვიცე პრეზიდენტი ფრედ დიასიც დარწმუნებულა,
რომ ასეთი აგრესიული დიზაინი ბევრ მყიდველს მიიზიდავს. მითუმეტეს, ასეთი სტილი „ნისანის“
გენებშია.
სხვათა შორის, დეტროიტის შოუზე და მის დაწყებამდეც,
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს კონცეპტი ბაზარზე მომავალი თაობის „მაქსიმას“ სახელით
გამოვა. თუმცა კომპანიას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუ გავითვალისწინებთ
სპორტულ სედანებზე მზარდ მოთხოვნას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სპორტ სედანს“
იაპონური კომპანიის შოურუმებში აუცილებლად ვიხილავთ, ოღონდ რა სახელით, ეს ჯერ
არავინ იცის.
მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, რომ „სპორტ სედანი“ უფრო
ახლოს გავიცნოთ. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 870 მილიმეტრი, სიგანე 1 912
მილიმეტრი, სიმაღლე 1 378 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 825 მილიმეტრი.
ამგვარად, ის „მაქსიმაზე“ გრძელი, განიერი და დაბალია. მისი ბაზაც უფრო გრძელია.
რაც შეეხება აღჭურვილობას კონცეპტის კაპოტქვეშ
განლაგებულია 3.5-ლიტრიანი V6, რომელიც 300 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს.
ძრავთან შეწყვილებულია უსაფეხურო ვარიატორი. რა დნმიკური მახასიათებლები აქვს
ავტომობილს, ამ ეტაპზე „ნისანი“ ამაზე არაფერს ამბობს.
No comments:
Post a Comment