Dakar: Nani Roma wins for X-raid Mini as Stephane
Peterhansel slows
18 იანვარი
ესპანელი ნანი რომას გამარჯვებით დასრულდა დაკარის
რალი მარათონი, რომელსაც ისევ სამხრეთ ამერიკამ უმასპინძლა. მსუბუქი ავტომობილების
კლასში, მან ხუთი წუთით აჯობა ფრანგ თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელს, მესამე
ადგილზე კი კატარელი ნასერ ალ-ატია გავიდა. სამივეს ეკიპაჟი „მინის“ ავტომობილით
ასპარეზობდა.
ნანი რომადა მისი შტურმანი მიშელ პერენი გამარჯვებას ზეიმობენ |
საინტერესოა, რომ ბოლო დღის წინ, ლიდერი
პეტერანსელი იყო, მაგრამ უფრო ადრე, გუნდ „X-რეიდ მინის“ ხელმძღვანელობის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ თანაგუნდელებს შორის ბრძოლა და აქედან
გამომდინარე რისკები თავიდან აერიდებინათ, გამარჯვება რომას უნდა მოეპოვებინა,
რომელიც იმ მომენტში ლიდერი იყო. ამიტომ, ბოლო ეტაპზე ფრანგმა ტემპი დააგდო, რათა თანაგუნდელი
წინ გაეშვა.
დაკარის უმეტეს ნაწილს სწორედ რომა ლიდერობდა, პეტერანსელს,
კარლოს საინსს და ალ-ატიას კი თავიდანვე პრობლემები შეექმნათ. ამათგან პეტერანსელი
ლიდრს 40 წუთით ჩამორჩებოდა, თუმცა ფინიშამდე სამი დღით ადრე, რომას წამოეწია.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა გუნდმა მათი დაშოშმინება. ბოლოსწინა დღეს კი რომას მანქანაზე
საბურავი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც ფრანგს ლიდრობა მოაპოვებინ და სწორედ ეს ლიდერობა
დათმო ბოლო ეტაპზე. არადა, ბოლო ეტაპის სტარტამდე, ის თანაგუნდელს 26 წამს უგებდა.
ფინიშამდე 24 კილომეტრით ადრე, პეტერანსელი გაჩერდა
და რომას და ალ-ატიას დაელოდა, რათა სამივე ერთად, იმ მიმდევრობით მისულიყო
მისულიყო ფინიშთან, როგორი მიმდევრობითაც მათ მარათონი დაასრულეს. ამგვარად, რომამ
ავტომობილით პირველად მოიგო დაკარის რბოლა, რომელიც ათი წლის წინათ მოტოციკლით
აქვს მოგებული, ოღონდ აფრიკის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ პირველი ექვსი ადგილიდან ხუთი „X-რეიდ
მინის“ ეკიპაჟებმა დაიკავეს. მეოთხე
ადგილზე გავიდა „ტოიოტათი“ მოასპარეზე სამხრეთაფრიკელი გინიელ დე ვილიერსი. რბოლა
ვერ დაასრულა საინსმა, ვისაც ფინიშამდე ოთხი დღით ადრე ავარია მოუვიდა.
მოტოციკლების კლასში კი გამარჯვება ესპანელმა მარკ კომამ მოიპოვა, ვისთვისაც ეს
დაკარის მეოთხე ტიტულია.
დაკარის 2014 წლის რბოლის შედეგები
1. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი) 50:44:58
2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) +5:38
3. ნასერ ალ-ატია (კატარი, მინი) +56:52
4. გინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) +1:19:07
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, მინი) +1:27:44
6.
კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩი (პოლონეთი, მინი) +3:55:42
No comments:
Post a Comment