Michelin Debuts New Tires that Improve with Age in
Detroit
16 იანვარი
ვიცით, რომ ღვინოს დაძველება უხდება, მაგრამ თუ ეს
წესი ოდესმე საბურავებზეც გავრცელდებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. დეტროიტის
მოტორ შოუზე კი, ფრანგულმა კომანია „მიშლენმა“ სწორედ ისეთი საბურავი წარადგინა,
რომელიც ცვეთასთან ერთად, მახასიათებლებს იუმჯობესებს. ასეთი საბურავის წარმოების
ტექნოლოგიას „ევერგრიპ“ (მუდამ მოდებაში) უწოდეს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა,
რომ ის 60 000 მილს (დაახლოებით 96 000 კილომეტრს) გაგატარებთ.
ახალი საბურავი მზადდება სპეციალური შენაერთისგან,
რომელიც დიდი რაოდენობით სილიკონს და მზესუმზირის ზეთს შეიცავს. ამასთან, მისი
აგებულებაც ისეთია, რომ ცვეთასთან ერთად, საწვიმარი ღარები უგანიერდება.
ჩვეულებრივ საბურავზე, ცვეთასთან ერთად, ასეთი ღარები ვიწროვდება, რაც საბურავის
ხარისხს აუარესებს. უფრო მეტიც, პროტექტორის სიმაღლის მეორე დონეზე, საბურავს დამტებით
150 ცალი ახალი ღარი აქვს. სანამ საბურავი გაცვდება, მეორე რიგის ღარები
დაფარულია.
„ამ ახალი, რევოლუციური ტექნოლოგიის წყალობით, ჩვენ
არამარტო დავარღვიეთ ტრადიციული პარადიგმა, არამედ ეფექტურად გადავწყვიტეთ პრობლემა,
რომელიც საბურავის ცვეთას და აქედან გამომდინარე შედეგებს უკავშირდება“, - ამბობს „მიშლენ
ნორთ ამერიკას“ აღმასრულებელი დირექტორი სკოტ კლარკი (ფოტოზე ახალ საბურავთან).
„მიშლენი“ აცხადებს, რომ ტექნოლოგია „ევერგრიპით“ 32
ზომის საბურავს გამოუშვებს და ისინი ჩვეულებრივ საბურავებზე ოდნავ ძვირი ეღირება.
No comments:
Post a Comment