დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 16, 2014

„ფორდ მუსტანგი“ დეტროიტის შოუს რჩეულია

2015 Ford Mustang Wins Detroit’s Best Production Car Award
16 იანვარი
ჟიურიმ, რომელშიც 30 წამყვანი საავტომობილო დიზაინერი შედის, დეტროიტის მოტორ შოუს საუკეთესო სერიულ ავტომობილად „ფორდის“ ახალი „მუსტანგი“ დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მასქლ ქარების ენთუზიასტებმა ამ ავტომობილის გარეგნობა არაერთგვაროვნად მიიღეს, „სტანგმა“ მაინც უკან მოიტოვა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიცაა „შევროლე კორვეტ Z06“, „ლექსუს RC-F“ და „ბეემვეს“ უახლესი M4.
დეტროიტში ახალი „მუსტანგი“, სპეციალურად მისთვის შემუშავებულ ფერში - „სამმაგ ყვითელში“ გამოწყობილი წარსდგა. ეს იყო მისი პირველი დიდი საავტომობილო გამოფენა. თუმცა მანამდე ის ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუს ოფიციალურ ავტომობილად მოემსახურა.
დეტროიტში „მუსტანგის“ GT ვერსიის გარდა, კაბრიოლეტიც წარსდგა, რომლის შესახებაც „ფორდს“ წინასწარ არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ ახალი „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი ხდბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მალე იმ ბაზრებზეც გამოჩნდება, სადაც ადრე ოფიციალურად არასდროს შედიოდა. ახალი „სტანგის“ გაყიდვები მეოთხე კვარტალში დაიწყება.

No comments:

Post a Comment