McLaren's 2013 flaws not fully understood –
Paffett
13 იანვარი
„მაკლარენმა“ გასული სეზონი ჩააგდო და ის ისე
დაასრულა, რომ ჩავარდნის მიზეზების დადგენაც ვერ მოხერხდა, - ამბობს ფორმულა ერთის
ბრიტანული გუნდის ტესტ მრბოლი, ბრიტანელი გერი პაფეტი, ვინც ახლახანს უახლესი
სარბოლი ავტომობილის (MP4-29) სიმულატორზე გამოცდა დაასრულა.
თუმცა, ბრიტანულ ტელემაუწყებელ „სკაისთან“ საუბრისას
მანვე დასძინ, რომ ძველი პრობლემები ახალ სეზონში ხელის შემშლელი ვერ იქნება,
რადგან ტექნიკური რეგლამენტის ძირეულად შეცვლის გამო, ახალი მანქანა ისევ ცარიელი
ფურცლიდან შემუშავდა.
„მაკლარენმა“ გასული სეზონი მეხუთე ადგილზე
დაასრულა, რაც მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია. ამის მიზეზი კი MP4-28-ს
პროექტირების დასაწყისშივე დაშვებული შეცდომა უნდა გამხდარიყო. სხვათა შორის, ეს
მანქანაც გუნდმა ფაქტობრივად ნულიდან დააპროექტა, რადგან ჩაითვალა, რომ წინა ბოლიდის
განვითარების პოტენციალი სრულად ამოიწურა.
და რადგან ამ სეზონიდან ახალი წესები შედის ძალაში,
უოკინგელებმა საქმის ისევ თავიდან დაწყება გადაწყვიტეს და ამდენად, მათთვის ნაკლებ
პრაქტიკულ ინტერესს წარმოადგენდა შარშანდელი პრობლემების მიზეზების დადგანა.
„ვფიქრობ, პრობლემების მიზეზებში ბოლომდე რომ
გავრკვეულიყავით, სეზონის ბოლოს მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნებოდა.
ჩემი აზრით, პრობლემა იმ ხასიათის იყო, რომ სეზონის მსვლელობისას მისი მოგვარება
შეუძლებელიც კი იქნებოდა“, - ამბობს პაფეტი და დასძენს, რომ „მაკლარენი“
პრაქტიკულად მზადაა პირველი ტესტების დასაწყებად.
„მე
უკვე ვნახე მანქანა, როცა მასზე ინჟინრები მუშაობდნენ. ისინი თავგამოდებით მიუშაობენ,
რათა მანქანა ხერესში ტესტებზე თავიდანვე ჩაერთოს. ყველაფერი გეგმის შესაბამისად
მიდის. მაგრამ მთავარია, რომ ახალ ძრავს ალღო დროულად ავუღოთ. პირველ ტესტებზე
სწორედ ეს იქნება მთავარი მიზანი. ჩვენ ახალ წესებთან შეგუება მოგვიწევს და ამას
სეზონის დაწყებამდევე დიდი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, ეს ადვილი არ უნდა იყოს“, -
დასძენს პაფეტი.
No comments:
Post a Comment