Zenos E10 revealed at Autosport International
10 იანვარი
ახალმა ბრიტანულმა კომპანიამ, სახელად „ზენოსმა“, რომელიც
„კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ დააარსა, პირობა შეასრულა და ჟურნალ „ავტოსპორტის“
საერთაშორისო შოუზე, რომელიც ტრადიციულად ბირმინგემში ჩატარდა, თავისი პირველი
ავტომობილი, სპიდსტერის ტიპის E10 წარადგინა.
ორადგილიანი ავტომობილი, „ფორდის“ წარმოების ოთხცილინდრიანი
2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაშია მოთავსებული და 197 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული,
რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.
ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას ალიმ განაცხადა, რომ
ავტომობილი მარტივ და მსუბუქ კონსტრუქციას ეყრდნობა. შასის მთავარი სტრუქტურა,
ალუმინისგან შექმნილი მზიდი სივრცული ჩარჩოა, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან
დამზადებული კოკპიტი მაგრდება. მსუბუქი მასალების წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 650
კილოგრამს იწონის და მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა ტონაზე 300 ცხენის ძალას აღწევს.
ალის თქმით, ორკომპონენტიანი სტრუქტურა, პლატფორმას
ადაპტირებადს ხდის, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მასზე განსხვავებული ბაზის
მქონე ავტომობილი აიგოს. შოუზე „ზენოსს“ თავისი პირმშოს სხვა ტექნიკური და დინამიკური
მახასიათებლები არ გამჯოუქვეყნებია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ E10 ადგილიდან
ასის აკრეფას 5 წამზე ნაკლებში შეძლებს.
„ზენოსს“E10-ზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული
აქვს. ავტომობილი ბრიტანეთში 24 995 გირვანქა სტერლინგი ღირს. თუმცა, თავიდან
კომპანია ეგრეთ წოდებულ „ლონჩ ედიშნს“ (საწყის ვერსიას) გამოუშვებს, რომლის ფასიც 28
995 გირვანქა სტერლნგია. ასეთი სულ 75 ცალი E10-ის დამზადება იგეგმება. შემდეგ კი კომპანია
საბაზო მოდელის წარმოებას გააგრძელებს.
ალიმ ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია იმავე პლატფორმაზე
კიდევ ორ მოდელს - როდსტერ E11-ს და კუპე E12-ს გამოუშვებს. პლატფორმის გარდა, ეს მოდელებიც
E10-ის ძრავით და კოლოფით აღიჭურვება. კომპანიას წლიურად მხოლოდ 20 ცალი
ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ალის თქმით, ამჟამად გაყიდვების პაკეტში
უკვე 200 წინასწარი განაცხადი შედის.
No comments:
Post a Comment