Rolls-Royce Officially Reveals Built to Order
Ghost V-Specification
11 იანვარი
„როლს-როისმა“ თავის პოტენციურ მყიდველს შეატყობინა,
რომ მოდლ „გოსტის“ სპეციალურ ვერსია „V-სპეციფიკეიშნს“ გამოუშვებს. ოღონდ, ეს
ავტომობილი მხოლოდ ნახევარი წლით იქნება ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი
სტანდარტულ „გოსტზე“ ძვირი ეღირება, რის სანაცვლოდაც, მყიდველი მომატებული ცხენის
ძალების გარდა, ექსკლუზიურად შესრულებულ, სუპერ-ლუქს კლასის (როლს-როისის ტერმინია)
ავტომობილსაც მიიღებს.
„გოსტ V-სპეციფიკეიშნი“ იმავე 6.6-ლიტრიანი V12
ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სტანდარტული „გოსტი“. ოღონდ, სიმძლავრე 601 ცხენის
ძალაა (30 ცხ.ძ-ით გაიზარდა), რაც ავტომობილს ადგილიდან ასამდე 4.7 წამში
აჩქარებს. ეს კი წამის მეათედით ნაკლებია სტანდარტული „გოსტის“ აჩქარების დროზე. ამასთან,
უფრო ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს - 100 კილომეტრზე 13.6 ლიტრს (გოსტს 14.1 ლიტრი
სჭირდება). გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 327
გრამია (გოსტის შემთხვევაში 329 გრამი).
„V-სპეციფიკეიშნს“ გარეგნულად ინდივიდუალიზებული
ელემენტებიც გამოარჩევს. მაგალითად, მისთვის სპეციალურად შერჩეული ხუთი ახალი
ფერი, 21-დუიმიანი ბორბლები, ხელით შეღებილი სავარძლები, ქრომირებული გამონაბოლქვები
და სალონში რამდენიმე ადგილას გაკეთებული წარწერები „V-სპეციფიკეიშნ“. სალონში
ასევე სიახლეა სპეციალური დიზაინის მქონე საათი, რომელსაც შავი გვირგვინი ამშვენებს.
„როლს-როისის“
მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ეს „გოსტის“ ბოლო
სპეც-ვერსიაა ამ ავტომობილის პირველი განახლების წინ. განახლება წელსაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება მოდიფიკაცია „V-სპეციფიკეიშნის“ ფასს, გერმანიაში დილერი მყიდველს ასეთ
ავტომობილს 330 820 ევროს საფასურად სთავაზობს.
No comments:
Post a Comment