2014 Ford Fusion Energi Is $4,000 Cheaper
11 იანვარი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ 4 000 დოლარით
ამცირებს თავის საშუალო ზომის პლაგ-ინ ჰიბრიდულ სედან „ფიუჟნ ენერჯის“ ფასს.
ამიერიდან, ისედაც პოპულარული ეს ავტომობილი ამერიკის ბაზარზე 34 700 (+ მიწოდების
825) დოლარი ეღირება. და ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ გასული წლის ბოლო
კვარტალში „ფიუჟნ ენერჯის“ გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგდა.
„ჩვენმა კომპანიამ ბოლო კვარტალში უფრო მეტი
პლაგ-ინ ავტომობილი გაჰყიდა, ვიდრე „ტოიოტამ“ და „ტესლამ“ ერთად აღებულმა. და ეს ზღვარი
სულაც არაა. ჩვენ ამ სეგმენტში ლიდერობის დათმობას არ ვაპირებთ და ამაში
ავტომობილის სასტარტო ფასის 34 700 დოლარამდე შემცირება. მომხმარებელს
მომავალშიც პროდუქციის ფართო სპექტრს მივაწვდით, რაც ელექტრიფიცირებული
ავტომობილების დიდ არჩევანს შექმნის“, - ნათქვამია „ფორდის“ პრეს მდივნის განცხადებაში.
სხვათა შორის, ამერიკის ბაზარზე, ეკოლოგურად სუფთა
ავტომობილებზე კვლავაც ვრცელდება შეღავათები, რისი წყალობითაც, „ფიუჟნ ენერჯის“
დამატებით 4 007 დოლარი აკლდება და საბოლოოდ, მყიდველი მას თითქმის 30 000 დოლარად
მიიღებს.
ცნობისათვის,
„ფორდ ფიუჟნ ენერჯი“ აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ელექტრო და ბენზინის
(ეტკინსონის ციკლით მომუშავე) 2.0-ლიტრიანი ძრავები შედის. მათი ჯამური სიმძლავრე
188 ცხენის ძალას აღწევს. შიდაწვის ძრავთან ელექტრონულად მართვადი უსაფეხურო
ვარიატორია დაკავშირებული. სისტემას სამ - ელექტრონულ, კომბინირებულ და შიდაწვის
ძრავის რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ელემენტების ბლოკის ტევადობა 7.6 კილოვატსაათია,
რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მხოლოდ ელექტრული რეჟიმით 35 კილომეტრი
გაიაროს. კომბინირებული რეჟიმით მოძრაობის შემთხვევაში კი სვლის სიშორე 1000
კილომეტრს აღწევს. საწვავის ხარჯი კი 100 კილომეტრზე 2.35-დან 2.56 ლიტრამდეა.
No comments:
Post a Comment