დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 19, 2013

რაიკონენმა „ლოტუსი“ ფულის გამო დატოვა

Kimi Raikkonen: money prompted Lotus exit and Ferrari F1 switch
19 სექტემბერი
ჭორი მართალი აღმოჩნდა - „ლოტუსიდან“ კიმი რაიკონენის წამოსვლის მთავარი მიზეზი ფული ყოფილა. ფინელმა მრბოლმა „ლოტუსს“ შემდგომი სეზონისთვის ფინანსური გარანტიები მოსთხოვა. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო გააკეთა, რომ მიმდინარე სეზონში ბრიტანულ გუნდს მის მიმართ დავალიანება დაუგროვდა. ამის თაობაზე, კიმიმ მედიას სინგაპურში პირადად მოახსენა.

„ფერარი“ მთლიანად ტურბო ძრავებზე გადავა

Report Claims All Next-Gen Ferraris will get Turbo Engines
19 სექტემბერი
ავტო ინდუსტრიაში ბოლო ხანს რადიკალური ცვლილებები ხდება. მასობრივი ელექტრიფიკაციის პარალელურად, არნახულად დაიხვეწა შიდაწვის ძრავები, რომელთაგან ზოგი ისეთივე (ხშირად მეტადაც) ეკონომიურია, როგორიც ჰიბრიდული სისტემები. მცირდება ცილინდრების რიცხვი და ლიტრაჟი. სამაგიეროდ, წვის პროცესის ოპტიმალურად მართვისთვის, სულ უფრო ხშირად იყენებენ ტურბო კომპრესორებს და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემებს.

„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ 2014 წლის საუკეთესო ვენია

Ford Transit Connect Scoops International Van of the Year 2014 Trophy
19 სექტემბერი
„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ წლის საუკეთესო ვენი ზედიზედ მეორედ გახდა. კონკურსის ჟიურის 24 წევრმა ჯამში ამ ავტომობილს 130 ქულა (163 შესაძლებლიდან) დაუწერეს. კონკურსის ფინალში, ამერიკულმა ვენმა ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც „მერსედეს-ბენც სპრინტერი“ და „რენო კანგუა“. შეგახსენებთ, რომ სარშანდლი კონკურსი „ტრანზიტის“ უფრო დიდმა ვარიანტმა, „ტრანზიტ კასტომმა“ მოიგო.

„ფორდი“ ევროპისთვის 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Ford to Roll Out 25 New Models in Europe within Five Years
19 სექტემბერი
თავისი ევროპული შტოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ფორდი“ ცდილობს, გამოიყენოს იგივე მეთოდი, რომლითაც 2008-2009 წლების ამერიკის კრიზისს თავი დააღწია. ამერიკული კომპანია ევროპის ბაზრისთვის, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტონიუსს“ თავად „ფორდ ოფ იუროპის“ პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა მიაწოდა. მისი თქმით, ამ ავტომობილებიდან ზოგი სრულიად ახალი იქნება, ზოგი კი არსებული მოდელების ახალი თაობის ავტომობილები. და ლაპარაკი არაა განახლებულ ავტომობილებზე.

Wednesday, September 18, 2013

ფელიპე მასას კონტაქტი „მაკლარენთანაც“ აქვს

Massa 'in contact with McLaren'
18 სექტემბერი
„ფერარიდან“ განდევნილი ფელიპე მასა კონკურენტუნარიან გუნდში მოწყობას ცდილობს და ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც უკვე ჰქონდა შეხვედრა, „მაკლარენია“. ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკება კი „ლოტუსთან“ აქვს. ამასთან, ბრაზილიურ „გლობოსთან“ საუბრისას, მასამ განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში, თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის აღარ გაირჯება და იმაზე იზრუნებს, რომ კარგ გუნდებს მოაწონოს თავი.

„რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „სპორტ ჰაიბრიდი“

Frankfurt 2013: Range Rover Hybrid and Sport Hybrid
18 სექტემბერი
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუ „ლენდ როვერისთვის“ იმითაა გამორჩეული, რომ იქ თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული ავტომობილები - „რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „რეინჯ როვერ სპორტ ჰაიბრიდი“ წარადგინა, რომლებიც არამხოლოდ მაღალი სიმძლავრით და მომენტით, არამედ საწვავის ეკონომიური მოხმარებით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებული დოზით გამოირჩევა.

„ფორდ S-მაქსი“ - საშუალო ზომის კონცეპტუალური მინივენი

Ford Shows Us the Immediate Future with New S-Max Concept
18 სექტემბერი
„ფორდს“ ფრანკფურტში ორი სიახლე აქვს გამოფენილი - სედანი „მონდეო ვინიალე“ და საშუალო ზომის „S-მაქსი“. პირველი ახალი წინა-პრემიუმ დონის ავტომობილების ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ პირველი მერცხალია, მეორე კი, როგორც მისი სახელიც მიგვითითებს, ცისფერი ოვალის ახალი თაობის მინივენის წინამორბედია.

„დაჩია“ ალბათ ელექტრომობილსაც გამოუშვებს

Electric Dacia is possibility, says boss
18 სექტემბერი
ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, არაა გამორიცხული, რომ მალე რუმინულმა კომპანია „დაჩიამ“, რომელიც „რენოს“ მფლობელობაშია, ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. „დაჩია“ საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, ელექტრომობილები კი ჯერჯერობით ძვირად ფასობს. მაგრამ ფრანგულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შედარებით იაფი ელექტრომობილის, „ზოის“ წარმოება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დაჩიას“ ასეთი ავტომობილების წარმოებაც შეუძლია.

„ფორდმა“ უკვე 2 მილიონი „ეკობუსტ“ ძრავი გამოუშვა

Ford Builds Two Millionth EcoBoost Engine Worldwide
18 სექტემბერი
„ფორდმა“ სერია „ეკობუსტის“ უკვე ორი მილიონი ძრავი გამოუშვა. ამ ტურბო აგრეგატების წარმოება ამერიკულმა კომპანიამ 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ, შესაშური ეკონომიურობისა და სიმძლავრის წყალობით, ისინი მზარდი პოპულარობით სარგებლობენ. მეორმილიონე აგრეგატია ლუისვილის (შტატი კენტუკი) ქარხანაში გამოშვებული  2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც კომპაქტური ქროსოვერი „ისკეიპი“ აღიჭურვება.

Tuesday, September 17, 2013

„ბეემვე i8“ - სპორტული ავტომობილების მომავალი სახე

New BMW i8 Plug-In Hybrid is the Sports Car of the Future
17 სექტემბერი
„პორშეს“ სუპერ ავტომობილის მსგავსად, „ბეემვემაც“ სპორტულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ i8-ს შესახებ უამრავი ინფორმაცია გაავრცელა, ავტომობილმაც კონცეპტუალური ვერსიიდან სერიულამდე არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა, ერთხელ ჰოლივუდის ფილმშიც გადაიღეს ტომ კრუზთან ერთად და აი, ფრანკფურტში იმ სახით გამოჩნდა, როგორსაც მყიდველს შესთავაზებენ. ეს მეორე ავტომობილია, რომელსაც „ბეემვე“ უკვე უშვებს i-ქვებრენდით. პირველი სუბკომპაქტური ელექტრომობილი i3-ია.

„პორშე“ ნურბურგრინგზე უფრო სწრაფიც იქნება

Porsche 918 Spyder could lap the 'Ring even quicker
17 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუს წინ, „პორშეს“ გუნდმა ნურბურგრინგზე დიდ წარმატებას მიაღწია - „918 სპაიდერით“ წრე შვიდ წუთზე ნაკლებში (6:57) გაიარა. ასეც რომ არ მომხდარიყო, ფრანკფურტში მისი სტენდი მაინც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებოდა, რადგან იქ ცუფენჰაუზენელების ახალი, თანაც ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, სწორედ „918 სპაიდერი“ იდგა, რომელმაც აშკარად დაჩრდილა ლეგენდარულ მოდელ 911-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, ამავე მოდელის სპეციალური და ტურბო ვერსიები, ასევე სედან „პანამერას“ ახალი, ჰიბრიდული და დიზელის ვერსიები.

Monday, September 16, 2013

„ნისან ფრენდ-მი“ - შანჰაიდან ფრანკფურტში

Nissan Friend-Me Concept Socializes at Frankfurt Motor Show
16 სექტემბერი
კონცეპტუალური „ფრენდ-მი“ ახალი პროდუქტი არაა. „ნისანმა“ ის პირველად შანჰაის მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც ითქვა, რომ ამ ავტომობილით, ახალგზარდა ჩინელი მყიდველის მიზიდვას აპირებდა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ავტომობილს უფრო დიდი მისია აკისრია და სწორედ ამიტომ, ის ფრანკფრუტის მოტორ შოუზეც წარსდგა.

მონტოია ინდი 500-ზე ტრიუმფს აპირებს

Juan Pablo Montoya targets Indy 500 win after "dream" IndyCar deal
16 სექტემბერი
ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია ღიაბორბლიანი ბოლიდებით რბოლებში ბრუნდება. მას შემდგ, რაც მას კონტრაქტი არ გაუგრძელა ნასქარ-ის გუნდმა „ერნჰარდტ-განასიმ“ და პილოტმა განაცხადა, რომ ინდიქარ-ში დაბრუნება სურს, მას მაშინვე კონტრაქტი შესთავაზა ამ სერიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „პენსკემ“. მონტოიამ მაშინვე თანხმობა განაცხადა. ამგვარად, მომავალ სეზონში ის პარტნუიორობას ავსტრალიელ უილ პაუერს და ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულს, ბრაზილიელ ჰელიუ კაშტრუნევიშს გაუწევს.

„ჰიუნდაი ix35“ - განახლება 4 წლის შემდეგ

Frankfurt 2013: Updated 2014 Hyundai ix35
16 სექტემბერი
თითქმის ოთხი წლის შემდეგ, რაც ix35 სახელით, უგზოობის ავტომობილის წარმოება დაიწყო, „ჰიუნდაიმ“ ევროპას ფრანკფურტში მისი განახლებული ვერსია წარუდგინა. ეს ავტომობილი ისედაც კარგად იყიდება, მაგრამ შემდეგი თაობის გამოშვებამდე, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და იმისათვის, რომ ბაზრის ტენდენციებს არ ჩამორჩეს, კორეულმა კომპანიამ ზომიერი, უფრო ზუსტად, მინიმალური ფეისლიფტი განახორციელა.

„პორშე 918 სპაიდერის“ ფრანკფურტული პრემიერა

2014 Porsche 918 Spyder Revealed in Production Trim
16 სექტემბერი
არაერთი კონცეპტუალური ვერსიის შექმნის, ტექნოლოგიების დახვეწის დაუსრულებელი პროცესისა და ტესტების პროცესში, არაერთხელ გაცნობის შემდოგ, ფრანკფრუტის მოტორ შოუზე, „პორშემ“ თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი, „918 სპაიდერი“ გაგვაცნო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ავტომობილი, „პორშეს“ მომავალი სპორტული მოდელების გენეტიკური კოდის მატარებელია. და რა თქმა უნდა, „918 სპაიდერი“ თავისი უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგითაა გამორჩეული, რომელმაც მას ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის შვიდ წუთზე ნკლებში გავლის საშუალება მისცა.