Ford to Roll Out 25 New Models in Europe within
Five Years
19 სექტემბერი
თავისი ევროპული შტოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,
„ფორდი“ ცდილობს, გამოიყენოს იგივე მეთოდი, რომლითაც 2008-2009 წლების ამერიკის
კრიზისს თავი დააღწია. ამერიკული კომპანია ევროპის ბაზრისთვის, მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტონიუსს“
თავად „ფორდ ოფ იუროპის“ პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა მიაწოდა. მისი თქმით, ამ
ავტომობილებიდან ზოგი სრულიად ახალი იქნება, ზოგი კი არსებული მოდელების ახალი
თაობის ავტომობილები. და ლაპარაკი არაა განახლებულ ავტომობილებზე.
ოდელს არ დაუზუსტებია, რომელი კლასის
ავტომობილებზეა საუბარი. „ფორდ ოფ იუროპის“ პროდუქციის განვითარების შეფმა ბარბ
სამარჯიჩმა ფრანკფურტის მოტორ შოუზე საუბრისას თქვა, რომ მისი კომპანია მზად უნდა
იყოს იმ დროისთვის, როდესაც ევროპის საავტომობილო ბაზარზე გამოცოცხლება დაიწყება:
„აქაც ზუსტად ისეთივე სტრატეგიით ვიმოქმედებთ, როგორიც ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიყენეთ.
უნდა ვეცადოთ, როცა ევროპის ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს, ბაზარზე ჩვენი
პროდუქცია ყოველმხრივ საუკეთესო იყოს“.
სამარჯიჩი აღიარებს, რომ მისი კომპანიის ეს გეგმა
საკმაოდ ამბიცურად ჩანს, თუმცა ახალი სტრატეგია „ვან ფორდ“, კომპანიას მის
შესრულებაში დაეხმარება. ამ სტრატეგიის მიხედვით, სხვადასხვა კლასის
ავტომობილებსაც კი, მაქსიმალურად ერთნაირი პლატფორმები და ძალური დანადგარები
ექნება. ეს შეამცირებს როგორც ახალი ავტომობილების შემუშავების დროს, ასევე
დანახარჯებსაც.
სამარჯიჩს მაგალითად მოჰყავს ინდოეთში შემუშავებული
უახლესი სუბკომპაქტური ქროსოვერი „ეკოსპორტი“ (ფოტოზე), რომლის შექმნასაც
კომპანიამ მხოლოდ 18 თვე მოანდომა. ამ ავტომობილის წარმოება მალე დაიწყება და ის
ევროპელი დილერების შოურუმებში წლის ბოლომდე გამოჩნდება.
„ფორდმა“
ასევე დაადასტურა, რომ ევროპაში მომგებიან საქმიანობაზე გადასვლას 2015 წელს
გეგმავს. ამ მიზნის მიღწევაში, კომპანიას დაეხმარება თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეების
მაქსიმალურად ათვისება, რის საშუალებასაც ახალი პროდუქციის წარმოების დაწყება მისცემს.
No comments:
Post a Comment