Massa 'in contact with McLaren'
18 სექტემბერი
„ფერარიდან“ განდევნილი ფელიპე მასა კონკურენტუნარიან
გუნდში მოწყობას ცდილობს და ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც უკვე ჰქონდა შეხვედრა, „მაკლარენია“.
ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკება კი „ლოტუსთან“ აქვს. ამასთან, ბრაზილიურ „გლობოსთან“
საუბრისას, მასამ განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში, თანაგუნდელ ფერნანდო
ალონსოსთვის აღარ გაირჯება და იმაზე იზრუნებს, რომ კარგ გუნდებს მოაწონოს თავი.
„ჩვენ „ლოტუსთან“ გვაქვს მოლაპარაკება და ყველაფერი
კარგად მიდის. მათ კონკურენტუნარიანი მანქანა აქვთ, ეს კი ჩემთვის მთავარია. ჩვენ
ასევე კონტაქტი გვაქვს „მაკლარენთან“. მაგრამ ამ შემთხვევაში, რაიმეს გარკვევით
თქმა ცოტა ძნელია. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ დარჩენილ რბოლებში, ტრასაზე
მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დავიცავ და ფერნანდოს ინტერესებს ჩემსაზე წინ აღარ
დავაყენებ. ახლა შეტევას ვაპირებ“, - ამბობს მასა.
მართალია, „მაკლარენს“ თავისი პილოტები ოფიციალურად
ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ უოკინგელები
ცვლილებას მომავალი სეზონისთვის არ გეგმავენ და კვლავ ჯენსონ ბატონს და სერხიო
პერესს დაიტოვებენ. რაც შეეხება „ლოტუსს“, კიმი რაიკონენის „ფერარიში“ გადასვლის შემდეგ
წარმოქმნილი ვაკანსია ჯერაც თავისუფალია.
No comments:
Post a Comment