დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 18, 2013

„ფორდ S-მაქსი“ - საშუალო ზომის კონცეპტუალური მინივენი

Ford Shows Us the Immediate Future with New S-Max Concept
18 სექტემბერი
„ფორდს“ ფრანკფურტში ორი სიახლე აქვს გამოფენილი - სედანი „მონდეო ვინიალე“ და საშუალო ზომის „S-მაქსი“. პირველი ახალი წინა-პრემიუმ დონის ავტომობილების ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ პირველი მერცხალია, მეორე კი, როგორც მისი სახელიც მიგვითითებს, ცისფერი ოვალის ახალი თაობის მინივენის წინამორბედია.
კონცეპტუალური „S-მაქსი“, ახლანდელი თაობის მინივენის ევოლუციური ვარიანტია. რბილი, ერთგვარად „თხევადი“ ხაზების წყალობით, მან სპორტული იერი შეინარჩუნა. სწორედ ამ ავტომობილის დახვეწილი ფორმაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ის კონკურენტებს სჯობნის. კონცეპტუალური მინივენი „ფორდის“ გლობალური დიზაინის გამგრძელებელია, რაზეც მისი რადიატორის ფორმა და თითქმის წინა საყრდნემდე წაგრძელებულ წინა შუქდიოდური ფარები მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ძლიერაა დაქანებული საქარე შუშა, რომელიც გამჭვირვალე სახურავში გადადის და სალონში ღია სივრცის ეფექტს ქმნის.
ინტერიერში სავარძლების რიცხვი ოთხიდან შვიდამდე შეიძლება იცვლებოდეს. მაჩვენებლების დაფა შესამჩნევად გამარტივებულიცაა, უკეთაცაა მოწყობილი და უფრო ფოკუსირებულიცაა. გარდა ამისა, როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, სალონის გასაწყობად, მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. მათ შორისაა ძალიან რბილი ტყავი, რომელიც მაჩვენებლების დაფის ნაწილზეა გადაკრული. კარბონის კომპოზიტითაა გაკეთებული სავარძლები, რომლებიც გარედან ასევე რბილი ტყავითაა დაფარული.
კონცეპტუალური მინივენი უხვადაა აღჭურვილი ელექტრონული დამხმარე და გასართობი მოწყობილობებით. რა თქმა უნდა, მათ შორისაა „ფორდის“ სიამაყე - „ფორდ SYNC“ და „მაიფორდ ტაჩ“ სისტემები. პირველში გაერთიანებულია „SYNC აპლინკი“, რომელიც გასართობი სისტემის ხმოვანი სიგნალით მართვის საშუალებას იძლევა. ეკიპირებაში ასევე შესულია გულისცემის მონიტორინგის სისტემა, რომელიც მძღოლის მდგომარეობას აკონტროლებს.

ავტომობილის ძრავების გამაში შევიდა უახლესი 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც 180 ცხენის ძალას და 240 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავს „ფორდი“ უკვე იყენებს „ფიუჟნ/მონდეოზე“. მაგრამ როგორ დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს ეს აგრეგატი ავტომობილს და საწვავის ხარჯის მონაცემები არ გამოქვეყნებულა. როგორც ჩანს, ცისფერი ოვალი შესაბამის დაზუსტებულ პარამეტრებს სერიული „S-მაქსის“ პრემიერაზე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment