Frankfurt 2013: Range Rover Hybrid and Sport
Hybrid
18 სექტემბერი
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუ „ლენდ
როვერისთვის“ იმითაა გამორჩეული, რომ იქ თავის ისტორიაში პირველი ჰიბრიდული
ავტომობილები - „რეინჯ როვერ ჰაიბრიდი“ და „რეინჯ როვერ სპორტ ჰაიბრიდი“ წარადგინა,
რომლებიც არამხოლოდ მაღალი სიმძლავრით და მომენტით, არამედ საწვავის ეკონომიური
მოხმარებით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებული დოზით გამოირჩევა.
ორივე ავტომობილი, „ლენდ როვერის“ უახლეს, პრემიუმ
მსუბუქ არქიტექტურაზეა აგებული, რომლებზეც ამავე ავტომობილების შიდაწვისძრავიანი
ვერსიები დგას. ამასთან, ორივე ავტომობილი ერთიდაიგივე ჰიბრიდული სისტემითაა
აღჭურვილი, რომელიც „ლენდ როვერმა“ საკუთარი ძალებით შეიმუშავა და ამაში ნათესავი „იაგუარისა“
და გარე კომპანიების სპეციალისტები არ გამოუყენებია. ორივე ავტომობილის
შესაძლებლობათა სადემონსტრაციოდ, „ლენდ როვერმა“ ისინი შორეულ ექსპედიცია „სილკ
ტრეილ 2013-ში“ მიავლინა, რომელიც ბრიტანეთში დაიწყო და ინდოეთში დასრულდება.
ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია „ლენდ როვერის“ დიზელის
პოპულარული 3.0-ლიტრიანი SDV6 ძრავი და ელექტრო ძრავი.
პირველი 340 ცხენის ძალას (4 000 ბრ/წთ-ზე) და 700 ნიუტონმეტრს (1 500-3 000 ბრ/წთ
დიაპაზონში) გამოიმუშავებს და მასთან კომპანია ZF-ის
წარმოების 8-საფეხურიანი ავტომტური კოლოფია დაკავშირებული. ელექტრო ძრავის
სიმძლავრე 47 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 170 ნიუტონმეტრია. მას ენერგიით ლითიუმ-იონური
ელემენტების ბლოკი კვებავს. ორივე ერთად, დენის გარდამქმნელთან ერთად, მხოლოდ 120
კილოგრამს იწონის.
ჰიბრიდულ სისტემას რამდენიმე რეჟიმში მუშაობა
შეუძლია, რომელთაგან ერთი ელექტრულია. ამ დროს, მანქანას მხოლოდ 1.6 კილომეტრის
გავლა შეუძლია (მეტისთვის ელემენტებში დაგროვილი ენერგია არ ჰყოფნის) და
ელემენტების დაცლისთანავე, ავტომატურად ირთვება დიზელის აგრეგატი, რომელიც
ელემენტებსაც მუხტავს და ბორბლებსაც ატრიალებს. მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობისას,
სიჩქარე მაქსიმუმ 50 კმ/სთ-ია. ორივე ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის
აკრეფა შვიდ წამზე ნაკლებში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 218 კმ/სთ-ია. ორივე
ჰიბრიდული ავტომობილი ას კილომეტრს 5.33 ლიტრი საწვავით გადის, მათს გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 169 გრამია.
აღსანიშნავია, რომ ორივე ავტომობილი იმის
გათვალისწინებით შემუშავდა, რომ მათზე ჰიბრიდული სისტემის დაყენებაც შესაძლებელი
ყოფილიყო. ელემენტების ბლოკი, რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება,
მანქანის ძირზე თავსდება და ამიტომ, ადგილს არც სალონს ართმევს და არც საბარგულს.
ელემენტების ბლოკი ფოლადის სტრუქტურაშია მოთავსებული და მაქსიმალურადაა დაცული მექანიკური
დაზიანებისგან.
ევროპაში
ორივე ჰიბრიდული „რეინჯის“ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მაგრამ მათს მიწოდბას
ბრიტანული კომპანია მომავალი წლიდან დაიწყებს.
No comments:
Post a Comment