We Get a More Detailed Look at Upcoming Zenos E10
Sports Car
19 სექტემბერი
ახლახანს, „კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ
გამოაცხადა, რომ საკუთარ კომპანიას, სახელად „ზენოს“ აყალიბებს, რომელიც მსუბუქ და
ძალიან ტემპერამენტიან ავტომობილებს გამოუშვებს. ინტერნეტით ამ ავტომობილების
ესკიზებიც კი გავრცელდა. პირველი ავტომობილი, სახელად E10, სპიდსტერის ტიპის
სპორტული ავტომობილი იქნბა, ბაზაში განლაგებული ძრავით. საერთოდ, ყველა შემდგომ
მოდელს (E1
ტარგა და E12
კუპე) ძრავი ბაზაში ექნება და ისინიც იმავე პლატფორმაზე აიგება, რაზეც E10.
„ზენოს“ ავტომობილების მთავარი ღირსება, სიმსუბუქე
და მათი მართვით სიამოვნების მიღება იქნება. ანსარი ნაკლებად ძლიერი და
შესაბამისად, მსუბუქი ძრავების გამოყენებას აპირებს, თუმცა მათ მაინც წონისა და
სიმძლავრის შესანიშნავი ფარდობა, ექნებათ - პირობით ტონაზე (ავტომობილები ნახევარ
ტონაზე ოდნავ მძიმე იქნება) 300 ცხენის ძალამდე.
როგორ შეძლებს ანსარი და მისი ჯგუფი ასეთი მაჩვენებლების მიღწევას, ამას მათი წამოწყების შესახებ, ინფორმაციის მორიგი პორცია გვიყვება: „ზენოს“ პირველი ავტომობილი დაახლოებით „ლოტუს ელიზის“ ზომის პლატფორმაზე აიგება და „ფორდის“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 197 ცხენის ძალაა. შასის ძირითადი მზიდი ნაწილი, ექსტრუდირებული ალუმინისგან დამზადდება, რომელზეც ხისტად დამაგრდება კარბონის კომპოზიტისგან შექმნილი ორადგილიანი კოკპიტი და წინა საკიდარი. უკნიდან ამ სტრუქტურაზე ძრავის და უკანა საკიდარის სისტემა მიუერთდება, რომლის მზიდი ელემენტიც ალუმინის სივრცული სტრუქტურა უნდა იყოს.

ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას ანსარმა
განაცხადა, რომ ასეთი კონსტრუქციის წყალობით, მისი ავტომობილები გრეხვაზე დიდი
სიმტკიცით იქნება გამორჩეული. სწორედ ესაა ის ძირითადი ფაქტორი, რაც ინჟინრებს წონის
შემცირების საშუალებას მისცემს. ამასთან, მანვე მომავალში უფრო მძლავრი ძრავების
გამოყენებაც არ გამორიცხა.
No comments:
Post a Comment