Ford Transit Connect Scoops International Van of
the Year 2014 Trophy
19 სექტემბერი
„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ წლის საუკეთესო ვენი
ზედიზედ მეორედ გახდა. კონკურსის ჟიურის 24 წევრმა ჯამში ამ ავტომობილს 130 ქულა (163
შესაძლებლიდან) დაუწერეს. კონკურსის ფინალში, ამერიკულმა ვენმა ისეთ ძლიერ
კონკურენტებს აჯობა, როგორებიც „მერსედეს-ბენც სპრინტერი“ და „რენო კანგუა“.
შეგახსენებთ, რომ სარშანდლი კონკურსი „ტრანზიტის“ უფრო დიდმა ვარიანტმა, „ტრანზიტ
კასტომმა“ მოიგო.
„ტრანზიტ კონექტის“ გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა
განაპირობა. მათგან გამორჩეულია საწვავის ეკონომიური ხარჯი, რასაც სერია ეკობუსტის
1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ ამ ძრავსაც ზედიზედ ორი
წელია, წლის საუკეთესო ძრავის ტიტულს ვერავინ ართმევს. მეორე ფაქტორი, ფართო და
კომფორტული ინტერიერი, რომლის გამოყენებაც, სავარძლების განლაგების სხვადასხვა კონფიგურაციის
წყალობით, სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ „ფორდი“ პირველი ავტომწარმოებელია,
რომლის ავტომობილებმაც წლის საუკეთესო ვენის წოდება ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს. ამასთან,
ამერიკულმა კომპანიამ ეს კონკურსი უკვე მეხუთედ მოიგო, რაც ასევე რეკორდია.
პირველად ცისფერი ოვალის ვენი (ტრანზიტი) საუკეთესოდ 2001 წელს დასახელდა. 2003 წელს
„ტრანზიტ კონექტმა“ გაიმარჯვა, 2007 წელს ისევ „ტრანზიტმა“, შარშან კი „ტრანზიტ
კასტომმა“.
ჟიურიმ ასევე დააფასა „ტრანზიტ კონექტის“ მაღალი დონის
უსაფრთხოება. ამ მხრივ აღსანიშნავია სისტემა „ექტივ სიტი სტოპ“, რომელიც მანქანას მძღოლის
ჩაურევლად მაშინვე აჩერებს, როგორც კი მისი სენსორები მანქანის წინ, სახიფათო დისტანცაზე,
ფეხმავალს, ველოსიპედისტს, ან ცხოველს დააფიქსირებენ.
რაც შეეხება ეკონომიურობას, ამ მხრივაც, „ტრანზიტ
კონქტს“ თავის კლასში ბადალი არ ჰყავს: ვერსია „ეკონეტიკის“ შემთავევაში, რომელიც
1.6-ლიტრიანი ტურბო დიზელით (დურატორქ TDCi) არის
აღჭურვილი, ხარჯი ას კილომეტრზე მხოლოდ 4.0 ლიტრია. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობა კი მხოლოდ 105 გრამი. ასევე ძალიან ეკონომიურია ვერსია, რომელიც 1.0-ლიტრიანი
ეკობუსტითაა აღჭურვილი.
„სრულიად
ახალმა „ტრანზიტ კონექტმა“, კომპაქტური ვენების კლასში თამასა ძალიან მაღლა ასწია
და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ისევ მოვიგეთ. ახალი „ტრანზიტ
კონექტის“ შექმნაზე ისევე დაუღალავად ვშრომობდით, როგორც სხვა კომერციულ
ავტომობილებზე. ის კოხტა გარეგნობით და საწვავის ეკონომიური ხარჯით გამოირჩევა“, -
ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ პროდუქციის განვითარების შეფი ბარბ სამარჯიჩი.
No comments:
Post a Comment