Suzuki Reveals A:Wind A-Segment Hatchback Concept
1 დეკემბერი
„სუზკიმ“ თავისი პოპულარული პატარა ჰეჩბეკი
„სვიფტი“ ოდნავ გაზარდა, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მან ზედა,
სუბკომპაქტურ კლასში გადაინაცვლოს და მაშინ, იაპონურ კომპანიას სამოდელო გამაში
ადგილი გამოუთავისუფლდება. სწორედ ამ ადგილის შესავსებად გამოდგება კონცეპტუალური
ჯუჯა ჰეჩბეკი, უცნაური სახელით „A:ვინდ“, რომელიც „სუზუკიმ“ ახლახანს ტაილანდში,
საერთაშორისო გამოფენა „მოტორ ექსპო 2013-ზე“ წარადგინა.
„სუზუკი A:ვინდის“ გაბარიტებია: სიგრძე 3 600
მილიმეტრი, სიგანე 1 600 მილიმეტრი და სიმაღლე 1 540 მილიმეტრი.
ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2 425 მილიმეტრი. ჰეჩბეკი წინა ამძრავიანია და ის
მოძრაობაში 1.0-ლიტრიან ძრავს მოჰყავს. მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს
უსაფეხურო ვარიატორი გადაამუშავებს. ავტომობილი 16-დუიმიან ბორბლებზე დგას,
რომლებიც 185/55 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
„A:ვინდს“ ტაილანდში გამოუშვებენ, თუმცა გლობალური
ავტომობილი იქნება. სამაგიეროდ, ის მხოლოდ ორ ფერში - ლურჯად და ოქროსფრად
შეიღებება. იაპონური კომპანიის ჩანფიქრით, ლურჯი ფერი უღრუბლო ცას მოგაგონებთ,
ყვითელი კი - ზაფხულს. ავტომობილის ინტერიერიც შესაბამის ფერებშია გაწყობილი.
რაც
შეეხება სახელს, A იმ სეგმენტის აღმნიშვნელია, რომელსაც ავტომობილი მიეკუთვნება, წინდ
კი ქარს ნიშნავს და იაპონური კომპანიის მარკეტოლოგთა ჩანაფიქრით, შესაბამის
სეგმენტს ახალი სული უნდა შთაბეროს - ასეთი საპატიო მისია აკისრია ჯერაც
კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელიც მალე სერიული სახითაც მოევლინება ამ ქვეყანას.
No comments:
Post a Comment