MINI Looking for a Partner to Build a Smaller Car
1 დეკემბერი
ახლახანს „მინიმ“ თავისი უახლესი ჰეჩბეკი წარუდგინა
ავტო სამყაროს (ის თქვენთვის ჯერაც არ გაგვიცვნია), რომელიც წინამორბედზე დიდი და
კომფორტულია. საერთოდ, რაც „ბეემვეს“ ხელშია, „მინი“ უფრო მოზრდილ ავტომობილებს
უშვებს, ვიდრე პირველი „კუპერი“ იყო. იმ „პირველის“ ენთუზიასტები კი, რომლებიც
მთელს მსოფლიოში ათეულობით ათასია, პატარა ავტომობილი ენატრებათ, რომელიც მონტე
კარლოს რალის ტრიუმფატორს გაახსენებთ.
ასეთად ორი წლის წინ, კონცეპტუალური „როკეტმენი“
გამოჩნდა, რომელზეც პრეზენტაციაზე ითქვა, რომ წარმოებისთვის იყო განკუთვნილი.
მაგრამ შემდგ აღმოჩნდა, რომ მისი კონვეიერზე დაყენება ძალიან ძვირი დაჯდებოდა,
რადგან შესაბამისი პლატფორმა „ბეემვეს“ პორტფელში არ აქვს. ამიტომ, ბავარიელებმა
მარტივად გადაწყვიტეს პრობლემა - „როკეტმენის“ პროექტი თაროზე შემოდეს.
მარგრამ როგორც ირკვევა, თაროსთვის ენანებათ. ყოველ
შემთხვევაში, „მინის“ შეფმა პეტ მაკკენამ აღიარა, რომ მისი კომპანია პატარა
ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს, ავტომობილისა, რომელიც სწორედ
„როკეტმენის“ ინკარნაცია გახდება. მაგრამ ამისათვის „ბეემვეს“ უახლესი, ყველაზე
პატარა პლატფორმა UKL არ გამოდგება, რადგან ის მეტისმეტად დიდია. ამიტომ, საჭიროა
პარტნიორი, რომელიც ბრიტანულ კომპანიას საკუთარ შასის შესთავაზებს.
შეგახსენებთ,
რომ მსგავსი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ „მერსედესსა“ და „რენოს“, რომლებიც
ფრანგული კომპანიის ყველაზე პატარა პლატფორმაზე, შესაბამისად „სმარტს“ და
„ტვინგოს“ გამოუშვებენ. რა თქმა უნდა, „ბეემვესთან“ და მის „მინისთან“ ასეთ
პარტნიორობას ბევრი დიდი კომპანია ისურვებდა. მაგალითად, „ტოიოტა“, ან
„პეჟო-სიტროენი“, რომლებიც ერთობლივად სწორედ „როკეტმენის“ კლასის ავტომობილებს
აწარმოებენ. იგივე „ტოიოტას“ ჯუჯა IQ-ს ბაზაზე ხომ თვით „ასტონ მარტინიც“ კი
უშვებდა თავის „სიგნიტს“...
No comments:
Post a Comment