დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 16, 2013

„ნისან ფრენდ-მი“ - შანჰაიდან ფრანკფურტში

Nissan Friend-Me Concept Socializes at Frankfurt Motor Show
16 სექტემბერი
კონცეპტუალური „ფრენდ-მი“ ახალი პროდუქტი არაა. „ნისანმა“ ის პირველად შანჰაის მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც ითქვა, რომ ამ ავტომობილით, ახალგზარდა ჩინელი მყიდველის მიზიდვას აპირებდა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ავტომობილს უფრო დიდი მისია აკისრია და სწორედ ამიტომ, ის ფრანკფრუტის მოტორ შოუზეც წარსდგა.
ერთი შეხედვით, ის ჰეჩბეკია, მაგრამ „ნისანმა“ ოთხადგილიანი ჰიბრიდული კუპეს სახით წარმოგვიდგინა. სხვათა შორის, თავისი ორიგინლური სტილის წყალობით, „ფრენდ-მი“ ფრანკფურტის შოუზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. არაა გამორიცხული, რომ იაპონური კომპანია თავისი ახალი კორპორატიული სტილის ძიებაშია და ამ პროცესში, ევროპელი პოტენციური მყიდველის რეაქციაც შეამოწმა.
„ამ სტილის კონცეპციას ჩვენ „დაწმენდილი და ცი“ ვუწოდეთ. ჩინურად ეს, აურის ჩამოყალიბებას ნიშნავს. ის როცა დგას, მაშინაც დინების მიმართულებით მოძრაობს. ეს ბალანსის საკითხია. ჩვენ ამ კონცეპციაზე კვლავაც ვმუშაობთ და სწორედ ეს არის მისი არსი. მისი ჩამოყალიბება, სედანების კატეგორიაში სრულიად ახალ და ახალგაზრდულ განზომილებას ჩამოგვაყალიბებინებს“, - ამბობს „ნისან დიზაინ ჩაინას“ ვიცე პრეზიდენტი ტაიძი ტოიოტა.
ისევე როგორც შანჰაიში, „ნისანის“ არც ამჯერად დაუკონკრეტებია პლატფორმა, რომელზეც კონცეპტუალური „ფრენდ-მი“ არის ბაზირებული. მხოლოდ ის გაგვანდო, რომ ავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდულ სისტემა „პუარდრაივით“. ოღონდ, არც ამ აგრეგატის სტრუქტურაზე უთქვამს რამე.

No comments:

Post a Comment