9 იანვარი
ფოტოზე შემოხაზულია W03-ის და W04-ის (ქვედა) ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტადაა შეცვლილი |
იტალიურმა ინტერნეტ გამოცემა „ომნიკურსმა“ „მერსედესის“
ახალი AMG W04-ის შესახებ, ინფორმაციის მოპოვება შეძლო და ის თავის მკითხველს
გააცნო. ავტომობილმა უკვა გაიარა FIA-ს ჰომოლოგაცია და ქრეშ ტესტები. ამ ეტაპზე,
ინჟინრები გამალებით მუშაობენ იმისათვის, რომ მანქანა ხერესის ტესტებისთვის მზად
იყოს.
მონოკოკს მოდიფიკაცია ჩაუტარდა. სამუშაოებს გუნდის
ახალი მთავარი ინჟინერი ალდო კოსტა ხელმძღვანელობდა, რომელიც „ფერარიდან“ შარშან
გადმოვიდა, თუმცა რადგან მანქანა მზად დახვდა, მის შემუშავებაში მონაწილეობა აღარ
მიუღია. გამოცემის ინფორმაციით, W04 „რედ ბულის“ საჩემპიონო RB8-ს დაემსგავსება.
ალდო კოსტა |
მანქანის ცხვირი გასწორდა, რის საშუალებასაც FIA-ს
ახალი, შერბილებული იძლევა. მთავარი სიახლე კი არ ჩანს - ესაა ულტრა კომპაქტური ტრანსმისია,
რომლის წყალობითაც, მანქანა უკანა ნაწილში ძლიერ დავიწროვდა. ამან კი აეროდინამიკოსებს
დიფუზორამდე ჰაერის უფრო მოწესრიგებული ნაკადის მიმართვის საშუალება მისცა. ეს
ყველაფერი კი მანქანის კუდის გზასთან უკეთ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს.
შეიცვალა საკიდარიც. წინა სისტემა „ფერარისგანაა“
კოპირებული, უკანა კი - „რედ ბულისგან“. ამასთან, უკანა საკიდარი ისეთია, რომ სწრაფად
მოდიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს მანქანის სხვადასხვა ტრასების შესაფერისად
მომართვას გააადვილებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება „პირელის“ ახალი საბურავების
მახასიათებლების მიხედვით, საკიდარის რეგულირება.
აეროდინამიკაში მთავარი ყურადღება გამობილქვილი
გაზების ენერგიის უკეთ ათვისებას დაეთმო. აქაც „რედ ბულთან“ მსგავსება შეინიშნება.
რა თქმა უნდა, დაიხვეწა კოანდას ეფექტის მქონე გამონაბორცვი, რომელშიც
გამოსაბოლქვი მილის ბოლოა მოთავსებული.
No comments:
Post a Comment