Suzuki Shows New Limited Edition Swift Sport SZ-R
Ahead of Autosport International
9 იანვარი
პირველი საერთაშორისო საავტომობილო დათვალიერება,
რომელზეც „სუზუკი“ მიიღებს მონაწილეობას, ბირმინგემის „ავტოსპორტ ინტერნეიშნლია“.
მასზე იაპონური კომპანია თავისი ავტომობილების და მოტოციკლების სპეციალურ ვერსიებს
წარადგენს.
ერთ-ერთი მათგანია „სვიფტ სპორტ SZ-R“, რომელიც ბენზინის
1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, მეორე კი „სვიფტ სპორტ SZ-L“,
რომელსაც მამოძრავებელ ძალას ასევე ბენზინის, ოღონდ 1.2-ლიტრიანი ძრავი ანიჭებს.
ორივე ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.
იაპონურ კომპანიას ამ ორი ახალი სპორტული
სუბკომპაქტის ტექნიკური და სხვა მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა სხვადასხვა
წყაროები იუწყებიან, რომ „სვიფტ სპორტ SZ-R-ს“ ძრავის სიმძლავრე 134 ცხენის ძალაა
და ის ორ ფერშია გაწყობილი. ძარის ძირითადი ნაწილი შავია, სახურავი და სარკეები კი
- წითელი.
No comments:
Post a Comment