დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 29, 2013

„მერსედეს SLC“ 2016 წელს გამოვა

Mercedes SLC Coming in 2016 With Bi-Turbo 4.0L V8
29 მაისი
„მერსედეს-ბენცი“ უფრო მეტ ორკარიან ავტომობილს აწარმოებს, ვიდრე მისი კონკურენტები, მაგრამ როგორც ჩანს, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. და ამის დასტურად, 2016 წელს ბაზარზე ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც სუპერ ავტომობილ SLS-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. ეს ავტომობილი, ამ ეტაპზე SLC-ს სახელითაა ცნობილი და როგორც მოსალოდნელია, ის „პორშე 911-ს“ გაუწევს კონკურენციას როგორც ფასით, ასევე მახასიათებლებითაც.

„მინი“ ავტომობილებს ჩინეთშიც გამოუშვებს

BMW lines up factory in China to build all-new Minis
29 მაისი
ანალიტიკური კომპანია „ბენრშტაინ რისერჩი“ აცხადებს, რომ „ბეემვე“ მესამე თაობის „მინის“ და ამ ბრიტანული ბრენდის ყველა სხვა მოდელს, ასევე საკუთრივ „ბეემვეს“ წინაამძრავიან ყველა მოდელს, სრულიად ახალ ჩინურ ქარხანაშიც გამოუშვებს. ქარხანა ჩინეთის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ შენიანის მახლობლად აშენდება და მუშაობას 2015 წელს დაიწყებს.

მასას ავარია საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია

Suspension failure caused Massa's crash in the Monaco GP
29 მაისი
„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ მონაკოს რბოლისას ფელიპე მასას ავარია, საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია. ბრაზილიელმა პილოტმა თავის მანქანაზე კონტროლი 29-ე წრეზე, მოსახვევ სენ დევოში შესვლამდე დაკარგა და მარცხენა ზღუდეს შეეჯახა, გზაზე დაბრუნდა და შემდეგ ისევ კედელს დაეჯახა.

„აუდი“ ელექტრულ R8 e-ტრონს არ გაჰყიდის

All-electric Audi R8 e-tron won't go on sale
29 მაისი
„აუდიმ“ თავის სუპერ ავტომობილ R8-ს ბაზაზე ათი ცალი ელექტრომობილი R8 e-ტრონი შექმნა. თუმცა ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების ბაზარზე გამოტანა არ იგეგმება და მათი დანიშნულება, მხოლოდ ტესტები და მათს საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიების სრულყოფაა.

Tuesday, May 28, 2013

„ფორდი“ F-სერიის პიკაპებისთვის წარმოებისას სიახლეს გამოიყენებს

Ford Showcases Revolutionary Technology for F-Series Trucks
28 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ პიკაპების წარმოების პროცესში ახალ, 3D გამოსახულებიან ტექნოლოგიას დანერგავს, რაც უკანა ღერძების წარმოებისას, უწესივრობათა ადრეულ გამოვლენასა და ამგვარად, წარმოების ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება.

Monday, May 27, 2013

უკან დაბრუნებული იღბალი და კანაანის პირველი ინდი 500

Indianapolis 500: Tony Kanaan finally earns Indy victory
27 მაისი
ბრაზილიელ ტონი კანაანს ძალიან გაუმართლა, როდესაც ლეგენდარული ინდი 500-ის რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე, როცა ლიდერი იყო, მაგრამ გამარჯვებას ძალიან ძნელი 8 კილომეტრი აშორებდა, უკან კი გამარჯვებაზე მასავით დამშეული მრბოლები მოჰყვებოდნენ. რამდენჯერმე დაახლოებით ასეთ სიტუაციაში გაუშვია ხელიდან გამარჯვება, მაგრამ ამჯერად ფორტუნამ მას გაუღიმა.

„მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავებს მხოლოდ ფ1-ში გამოიყენებს

McLaren Says No to Honda Engines
26 მაისი
მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ და „ჰონდამ“ ფორმულა ერთში პარტნიორობის თანამშრომლობის განახლების შესახებ გვამცნეს, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათი პარტნიორობა, საგზაო ავტომობილების წარმოებასაც შეეხებოდა. კერძოდ, ამ ვარაუდის შესაბამისად, ბრიტანული კომპანია, თავის საგზაო ავტომობილებზე, „ჰონდას“ ძრავებს გამოიყენებდა.

რაიკონენი პერესზე ბრაზობს

Raikkonen fumes at Perez over “stupid move”
26 მაისი
კიმი რაიკონენი უკმაყოფილოა მონაკოში დაკავებული მეათე ადგილით და ამბობს, რომ ქულები სერხიო პერესის „სულელურმა სვლამ“ დააკარგვინა. ფინელი და მექსიკელი პილოტები ერთმანეთს გვირაბის შემდგომ არსებულ ახალ შიკეინში დაეჯახნენ, როდესაც პერესი „ლოტუსსა“ და კედელს შორის არსებულ ღრიჭოში გაძრომას ცდილობდა, რომელიც მისი „მაკლარენისთვის“ მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა.

Sunday, May 26, 2013

„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ ერთობლივ სპორტქარს განსხვავებული სტილი ექნება

BMW-Toyota Sports Cars to Have Distinct Styling, May Ride on Stretched GT86 Platform
26 მაისი
„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივად მუშაობენ საშუალო ზომის სპორტულ ავტომობილზე, რაც მათ შორის შარშან გაფორმებული პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია. ეს პარტნიორობა, ბევრ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, დზელის, ფიჭური ელემენტების, ჰიბრიდული სისტემის და ლითიუმ-იონური ელემენტების ერთობლივად შემუშავებასაც. თუმცა, ბევრისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ერთობლივი სპორტული ავტომობილია.

FIA: საბურავების ტესტებში მონაწილეობა ყველა გუნდს შეეძლო

FIA says all teams should have had chance to test
26 მაისი
როგორც ჩანს, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ მაინც კონსპირაციულად ჩაატარეს საბურავების ტესტები ესპანური ეტაპის შემდეგ. თუმცა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იმასაც აღიარებს, რომ იტალიურმა კომპანიამ მართლა მიმართა თხოვნით, ჩაეტარებინა საბურავების ტესტები. ამაზე ფედერაციამ თანხმობით უპასუხა, თუმცა გარკვეული პირობები წაუყენა, რომლებიც „პირელიმ“ არ შეასრულა.

როსბერგმა მონტე კარლოში გაიმარჯვა

Rosberg wins in Monaco for Mercedes
26 მაისი
როგორც იქნა, ნიკო როსბერგმა პოულ პოზიცია გამარჯვებით დააგვირგვინა. კეკე როსბერგის მონაკოში ტრიუმფიდან 30 წლის შემდეგ, ქალაქ სახელმწიფოს ქუჩებში მისმა შვილმაც გაიმარჯვა და ეს ფ1-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ რბოლას მამა-შვილი იგებს. ნიკოს ხელი ვერც იმ გარემოებამ შეუშალა, რომ ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, ერთხელ კი რბოლა შეწყდა კიდეც. და რაც მთავარია: ბევრს ეგონა, რომ „მერსედესის“ ბოლიდის უკან, პელოტონი ჩამწკრივდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველი რესტარტის შემდეგ, ნიკო ახერხებდა მდევრების უკან ჩამოტოვებას...

„მერსედესმა“ „პირელის“ რეზინის საიდუმლო ტესტები ჩაატარა

Mercedes in secret Pirelli Formula 1 tyre test row
26 მაისი
მოგვიანებით, მაგრამ ნაინც გაირკვა, რომ ბარსელონაში რბოლის შემდეგ, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ საბურავების ტესტირება ჩაატარეს. ტესტები ბარსელონაშივე ჩატარდა და უამინდობის გამო, სამი დღე გაგრძელდა. ტესტების დისტანცია 1000 კილომეტრი იყო. ამ ინფორმაციამ, მეტოქე გუნდების აღშფოთება გამოიწვია, რადგან სეზონის მსვლელობისას, ყველანაირი ტესტები აკრძალულია.

ოთხი ბოლიდის ფოტო ფინიში

Indianapolis Indy Lights: Peter Dempsey wins in astounding finish
26 მაისი
წარმოუდგენელი ფინიში ჰქონდა ინდიანაპოლისის ტრეკზე ჩატარებულ, ინდი ლაითსის (ინდი ქარის ახალგაზრდული სერია) რბოლას. ოთხმა მანქანამ თითქმის ერთდროულად გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვება კი იმ პილოტმა მოიპოვა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წამით ადრე, მეოთხე ადგილზე იყო...

Saturday, May 25, 2013

„ბეემვეს“ და „პინინფარინას“ კონცეპტი „გრან ლუსო V12 კუპე“

New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Looks More 7-Series Coupe than 8-Series
25 მაისი
არ გაგიკვირდეთ, თუ „ბეემვე“ თავის შემდეგ მე-7 სერიის სედანს ამ სტილში შემოგვთავაზებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ექსპერიმენტები, მითუმეტეს როცა პარტნიორად ისეთი ავტორიტეტი გყავს, როგორიც „პინინფარინაა“, ტყუილად არ ჩატარდება. მოკლედ, კონცეპტუალური შედევრი, სახელად „გრან ლუსო V12 კუპე“, გერმანულმა კომპანიამ და იტალიურმა ატელიემ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. ეს მათი ზედიზედ მეორე ერთობლივი პროდუქტია - შარშან მათვე ამავე კონკურსზე, ასევე კონცეპტუალური „ძაგატო კუპე“ წარადგინეს, რომელიც Z4-ის ბაზაზე შეიმუშავეს.

„ფორდი“ ჩრდილოამერიკულ წარმოებას გაზრდის

Ford Increases North American Capacity by 200,000 Units This Year to Meet Demand
25 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ წელს თავის საწარმოო მოცულობას 200 000 ერთეულით გაზრდის. ამასთან, თავისი ჩრდილოამერიკული ქარხნების უმეტესობაში, ტრადიციულ ორკვირიან საზაფხულო არდადეგებს, რომლის დროსაც საწარმოები ჩერდება, გაანახევრებს. ეს კი წარმოების მოცულობის დამატებით 40 000 ერთეულით გაზრდის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკულმა კომპანიამ წარმოება 400 000 ერთეულით გაზარდა.