Suspension failure caused Massa's crash in the
Monaco GP
29 მაისი
„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ მონაკოს რბოლისას ფელიპე
მასას ავარია, საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია. ბრაზილიელმა პილოტმა თავის
მანქანაზე კონტროლი 29-ე წრეზე, მოსახვევ სენ დევოში შესვლამდე დაკარგა და
მარცხენა ზღუდეს შეეჯახა, გზაზე დაბრუნდა და შემდეგ ისევ კედელს დაეჯახა.
მასას ადგილზე ჩაუტარდა პირველი დახმარება. მას კისერზე
კორსეტიც კი გაუკეთეს და შემდგომ, ადგილობრივ ჰოსპიტალში წაიყვანეს გასასინჯად,
საიდანაც მალე გამოწერეს კიდეც. საბედნიეროდ, შემოწმებამ რაიმე ტრავმის კვალი ვერ
აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ მასას მსგავსი ავარია შაბათის
პრაქტიკის დროსაც მოუვიდა და მაშინ, ამის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა. მაგრამ
მეორე შემთხვევაში, როგორც „ფერარის“ ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი ამბობს, ავარია
საკიდარის დაზიანებამ გამოიწვია.
მანქანის დეტალური შემოწმების და მომხდარის ჩანაწერის
განხილვის შემდეგ, იტალიურმა გუნდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ანალიზმა
ინჟინრების პირველი მოსაზრებები დაადასტურა.ინციდნტი წინა მარცხენა საკიდარის მცირე
დეტალის გატეხვამ გამოიწვია. ახლა, როცა ტრასაზე მომხდარის მიზეზები გამოვლენილია,
ჩვენი საწარმოს დეპარტამენტი მანქანას კანადური რბოლისთვის მოამზადებს“.
მარანელოელებმა ასევე გამოაცხადეს, რომ მასას ექიმებმა
მონრეალის რბოლაში მონაწილეობის უფლენა მისცეს. თუმცა, მას მონაკოში რამდენიმე
დღით დარჩენა და დასვენება მოუწევს.
„მთავარია,
რომ ფელიპე კარგადაა. ოცდაოთხ საათში ორი დიდი ინციდენტი მისთვის მხოლოდ კუნთების
დაჭიმვით დასრულდა. მთავარია, რომ სხვა ტრავმა არ მიუღია“, - განაცხადა „ფერარის“
შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.
No comments:
Post a Comment