დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 29, 2013

„მერსედეს SLC“ 2016 წელს გამოვა

Mercedes SLC Coming in 2016 With Bi-Turbo 4.0L V8
29 მაისი
„მერსედეს-ბენცი“ უფრო მეტ ორკარიან ავტომობილს აწარმოებს, ვიდრე მისი კონკურენტები, მაგრამ როგორც ჩანს, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. და ამის დასტურად, 2016 წელს ბაზარზე ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც სუპერ ავტომობილ SLS-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. ეს ავტომობილი, ამ ეტაპზე SLC-ს სახელითაა ცნობილი და როგორც მოსალოდნელია, ის „პორშე 911-ს“ გაუწევს კონკურენციას როგორც ფასით, ასევე მახასიათებლებითაც.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე იაფი SLC 109 000 ევრო ეღირება. ეს ოდნავ მეტია „911 კარერას“ ფასზე და ოდნავ ნაკლებია „911 კარერა 4S-ის“ ფასზე. ავტომოვილი AMG-ს ახალი ძრავით აღიჭურვება, რომელიც ამ ეტაპზე, M177-ის სახელით მოიხსენიება. სავარაუდოდ, სამქიმიანები ამ აგრეგატს პირველად C63 AMG-ზე მერმისს გამოიყენებენ.
SLC-ს საბაზო ვერსიის ძრავის სიმძლავრე 485 ცხენის ძალას მიაღწევს და ამგვარად, ის თავის კონკურენტ „პორშეს“ აჯობებს. უფრო მძლავრი S-ვერსიის სიმძლავრე კი 550 ცხენის ძალას მიაღწევს. მისი სავარაუდო ფასი 145 000 ევრო იქნება და ამ მაჩვენებლით, ის „პორშე 911 ტურბოს“ კონკურენტი გახდება.

SLC მხოლოდ უკანა ამძრავიანი ავტომობილი იქნება და შტუტგარტელები მისი სრულამძრავიანი ვერსიის გამოშვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. სამაგიეროდ, მყიდველს აუცილებლად შესთავაზებენ როდსტერის ძარიან ვარიანტს. საინტერესოა, რომ ავტომობილს არ ექნება ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის კონსტრუქცია, როგორითაც მოდელი SLS გამოირჩევა.

No comments:

Post a Comment