BMW-Toyota Sports Cars to Have Distinct Styling,
May Ride on Stretched GT86 Platform
26 მაისი
„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივად მუშაობენ საშუალო
ზომის სპორტულ ავტომობილზე, რაც მათ შორის შარშან გაფორმებული პარტნიორული
ურთიერთობის ნაწილია. ეს პარტნიორობა, ბევრ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, დზელის,
ფიჭური ელემენტების, ჰიბრიდული სისტემის და ლითიუმ-იონური ელემენტების ერთობლივად
შემუშავებასაც. თუმცა, ბევრისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ერთობლივი
სპორტული ავტომობილია.
ასეთი ავტომობილი, ორივე კომპანიის გამაში არსებულ
ცარიელ ნიშებს შეავსებს. „ტოიოტას“ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ პოპულარული
„სუპრა“ დაბრუნდება, ან მის შემცვლელს ვნახავთ. „ბეემვეს“ შემთხვევაში კი სრულიად
ახალ ავტომობილს ვნახავთ, რომელიც ბავარიულ კომპანიაში ახალ ისტორიას დაიწყებს. და
ის მე-4 სერიის კუპესგან განსხვავებული იქნება.
ჟურნალ „მოტორ ტრენდის“ მიერ ჯერ კიდევ იანვარში
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის შემუშავება სრული ტემპით მიმდინარეობს.
პროექტს ტეცუია ტადა უძღვება, ვინც ასევე პროექტ GT86/FR-S-ს ხელმძღვანელი იყო. ის
რამდენჯერმე ეწვია ბავარიული კომპანიის საინჟინრო ცენტრს და რა თქმა უნდა, ეს
ვიზიტები სამუშაო ხასიათისა იყო.
ამავე ჟურნალის ინფორმაციით, „ბეემვესა“ და „ტოიოტას“
სპორტული ავტომობილი, GT86/FR-S/BRZ-ის დაგრძელებულ პლატფორმას დაეყრდნობა და გერმანული
კომპანიის წარმოების ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება. პლატფორმას მოდიფიკაციას
ასევე გერმანელი სპეციალისტები ჩაუტარებენ. ჟურნალის ინფორმაციით, განიხილება
როგორც ატმოსფერული, ასევე მექანიკურ და ტურბო დამჭირხნიანი ძრავის გამოყენების
საკითხი. ამათგან ყველაზე დიდი შანსი ატმოსფერულს აქვს, რომელსაც ალბათ ელექტრულ
ძრავებს შეუწყვილებენ.
გარდა ამისა, „მოტორ ტრენდი“ ასევე იუწყება, რომ „ტოიოტა“
ასევე მუშაობს GT86ის სრულამძრავიან ვერსიაზე. ოღონდ, წინა ბორბლებს, მათშივე
განლაგებული ელექტრული ძრავები დაატრიალებს. არაა გამორიცხული, რომ ასეთი გადაწყვეტის
წარმატებულობის შემთხვევაში, ის „ბეემვეს“ და „ტოიოტას“ ერთობლივ სპორტსმენზეც
ვიხილოთ.
დაბოლოს, პროექტ GT86/FR-S/BRZ-სგან განსხვავებით, „ბეემვეს“
და „ტოიოტას“ ერთობლივ ავტომობილს, მნიშვნელოვნად განსხვავებული ძარებით გამოუშვებენ.
ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ალბათ ფრანკფურტის, ან ტოკიოს მოტორ შოუზე
ვიხილავთ.
No comments:
Post a Comment