FIA says all teams should have had chance to test
26 მაისი
როგორც ჩანს, „მერსედესმა“ და „პირელიმ“ მაინც
კონსპირაციულად ჩაატარეს საბურავების ტესტები ესპანური ეტაპის შემდეგ. თუმცა, საერთაშორისო
საავტომობილო ფედერაცია იმასაც აღიარებს, რომ იტალიურმა კომპანიამ მართლა მიმართა
თხოვნით, ჩაეტარებინა საბურავების ტესტები. ამაზე ფედერაციამ თანხმობით უპასუხა,
თუმცა გარკვეული პირობები წაუყენა, რომლებიც „პირელიმ“ არ შეასრულა.
FIA-ს მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ „პირელიმ“
მაისის დასაწყისში საბურავების ტესტირების უფლება ითხოვა, რომლის დროსაც ამ სეზონის
მანქანას გამოიყენებდა. საინტერესოა, რომ FIA-სთან არსებული კონტრაქტით, „პირელის“
სეზნის მსვლელობისას 1000-კილომეტრიანი ტესტების ნებისმიერ გუნდთან ერთად ჩატარების
უფლება აქვს. ოღონდ აუცილებელია, რომ ტესტების უფლება ყველა გუნდს უნდა შესთავაზოს.
მოკლედ, იტალიურმა კომპანიამ ფედერაციისგან თანხმობა მიიღო. ოღონდ იმ პირობით, რო
ტესტები „პირელის“ უნდა ჩაეტარებინა. გუნდს კი მანქანა და პილოტი უნდა მიეწოდებინა.
მაგრამ ამის შემდეგ, ფედერაციას კომპანიისგან
არანაირი ინფორმაცია აღარ მიუღია. მათ შორის არც იმაზე, შესთავაზეს თუ არა ტესტები
ყველა გუნდს. FIA-მ გამოაცხადა, რომ საქმე შესწავლას საჭიროებს, რის შემდეგაც მას
ალბათ საერთაშორისო სპორტულ ტრიბუნალს გადასცემს განსახილველად.
წესის დარღვევა აშკარაა და ძნელი წარმოსადგენია, „პირელის“
და „მერსედესის“ ხელმძღვანელობას არ სცოდნოდათ, რომ ასე საიდუმლოდ ჩატარებულ
ტესტებს სერიოზული გაგრძელება ექნებოდა. არსებობს მომხდარის გამომწვევი ბევრი
შესაძლო ვერსია. ლაპარაკია კულუარულ პოლიტიკურ ხრიკებზე, რომლებსაც სხვადასხვა
მიზანი შეიძლება ჰქონდეს. არაა გამორიცხული, რომ ამ ყველაფერს, ფ1-დან „პირელის“
წასვლაც კი მოჰყვეს.
სხვათა
შორის, იტალიური კომპანია უკმაყოფილოა იმით, რომ FIA არ ჩქარობს გააგრძელოს კონტრაქტი,
რომელიც ამ სეზონის ბოლოს მთავრდება, მონაკოს წინ კი გაჩნდა ხმები იმის შესახებ,
რომ „პირელი“ წასვლითაც კი დაიმუქრა...
No comments:
Post a Comment