დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 9, 2015

„ფერარი“ „რედ ბულს“ ძრავებზე ახალ იდეას სთავაზობს

Ferrari offers Red Bull new engine idea
9 ნოემბერი
„ფერარის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონე ამბობს, რომ მზადაა, „რედ ბულს“ ძრავებთან დაკავშირებით, ახალი ტიპის პარტნიორული ურთიერთობა შესთავაზოს. თუმცა ეს შეთავაზება არ ეხება მილტონ კეინსელთათვის იმავე ძრავის მიწოდებას, რომელსაც მარანელოელები თავად იყენებენ. მართალია, „რედ ბული“ ძრავების მხოლოდ პარტნიორულ საფუძვლებზე მიღებას მოითხოვს, მაგრამ მარკიონეს სჯერა, რომ ავსტრიული გუნდი მისი შეთავაზებით დაინტერესდება.

„ფორდი“ ბრიტანულ ბაზარზე დომინირებს

Ford Stretches UK Market Lead, Fiesta Is Overall Best-Seller
9 ნოემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში, მბრიტანულ ბაზარზე, 101 598 ავტომობილი გაჰყიდა და რაც ასევე ნიშანდობლივია, ყველა სექტორში, გაყიდვების ლიდერობა განიმტკიცა. ავტომობილების მწარმოებლების და მოვაჭრეების საზოგადოების (SMMT - სოსიეტი ოფ მოტორ მენუფექტურერს ენდ ტრეიდერს) ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ „ფორდი“ ბრიტანულ ბაზარზე გაყიდვებში აშკარა ლიდერია, არამედ მისი „ფიესტა“ კვლავაც ამ ბაზრის ბესტ სელერის პოზიციას ინარჩუნებს. „ტრანზიტი“ და „ტრანზიტ კასტომი“ კი თავიანთ კლასებში არიან ლიდერები.

ბრაზილიაში „ფორს ინდიას“ მიზანი გუნდური მეხუთე ადგილია

Force India aims to seal fifth place in Brazil
9 ნოემბერი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპიღა დარჩა. ჩემპიონები კონსტრუქტორთა თასზეც და პილოტთა ჩათვლაშიც გამოვლენილია. მაგრამ დანარჩენი ადგილებისთვის ბრძოლა გრძელდება. და ის არანაკლებ დაძაბული იქნება, ვიდრე ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ლოკალური ბრძოლა მე-5 ადგილისთვის არის მოსალოდნელი. უფრო სწორედ, მის ვადამდე დაუფლებას „ფორს ინდია“ ეცდება.

ღია „რეინჯ როვერ ევოუკი“ ლოს ანჯელესში პრემიერის წინ

This Is Range Rover’s 2017 Evoque Convertible, Priced From $50,475
9 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე პრემიერის წინ, „ლენდ როვერმა“ თავისი ახალი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკ კონვერტაიბლი“, ოფიცალურად გაგვაცნო გაგვაცნო. ბრიტანულმა კომპანმა ღია „ევოუკის“ ფოტოები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. რელიზში ნათქვამია, რომ ეს არის „მსოფლიოში პირველი ლუქს კლასის კომპაქტური ღია უგზოობის ავტომობილი“. საინტერესოა, რომ „ევოუკ კონვერტაიბლის“ პრემიერა ტარდება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი ღია „ქროსკაბრიოლეტის“ წარმოება შეაჩერა. ამის მიზეზი კი ღია ქროსოვერის არაპოპულარობა გახდა.

Sunday, November 8, 2015

ედრიან ნიუი „რედ ბულის“ საგზაო ავტომობილს ელექტროძრავით მოიაზრებს

Adrian Newey considering electric power for Red Bull road car
8 ნოემბერი
ედრიან ნიუი თვლის, რომ „რედ ბულის“ პირველი საგზაო ავტომობილისთვის, საუკეთესო ძალური დანადგარი, ელექტრო ძრავი იქნება. გარდა ამისა, მასვე მიაჩნია, რომ საბაზო ვერსიის გამოშვების შემდეგ, ასევე ჰიბრიდული ვერსიის წარმოებაც იქნება შესაძლებელი. მართალია, ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიისგან მწვანე შუქი ჯერ არ ანთებია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხარების ფ1-ის გუნდის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ამ პროექტზე მუშაობას, სულ უფრო მეტ დროს უთმობს.

„სუზუკიმ“ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

Suzuki lifts annual profit outlook on strong India, VW stake sale
8 ნოემბერი
„სუზუკი მოტორმა“ გამოაცხადა, რომ წლიური მოგების პროგნოზს 14 პროცენტით ზრდის და ამას იმ ფაქტით ხსნის, რომ მოსალოდნელზე კარგი გაყიდვები და შესაბამისად შემოსავალი აქვს ინდურ ბაზარზე. გარდა ამისა, შემოსავლის ზრდას განაპირობებს ის ფაქტი, რომ იაპონურმა კომპანიამ, „ფოლკსვაგენის“ აქციების მის ხელთ არსებული პაკეტი გაჰყიდა.

ხუან მანუელ ფანხიოს „ფერარი“ აუქციონზე გაიყიდება

One Of The Most Legendary Ferraris Ever Made Is Looking For An Owner
8 ნოემბერი
მალე „RM სოთბისის“ აუქციონზე „ფერარის“ წარმოების ისეთი ავტომობილი გამოვა, რომელიც მარანელოელთა სარბოლო წარსულის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს. ის ასევე ლეგენდარული არგენტინელის, ხუან მანუელ ფანხიოს სახელს და ლეგენდარულ რბოლა მილე მილიას უკავშირდება. ლაპარაკია „ფერარი 290 MM-ზე“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ სპეციალურად ფანხიოსთვის, მილე მილიაზე საასპარეზოდ დაამზადა.

„სუბარუ“ და „ტოიოტა“ თანამშრომლობას გააგრძელებენ

Subaru And Toyota To Team Up For Next-Gen Sports Car
8 ნოემბერი
ორი იაპონური კომპანია თანამშრომლობას აგრძელებს და მათი ერთობლივი პროდუქტი, ისევ მეორე თაობის კომპაქტური სპორტქარი, მეორე თაობის BRZ/GT 86/FR-S იქნება. ეს ინფორმაცია, ტოიკიოს მოტორ შოუზე, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „სუბარუს“ შეფმა იასუიუკი იოშინაგამ დაადასტურა. „ჩვენ და „ტოიოტამ“ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოდელს სრულად შევცვლით. ოღონდ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როდის წარვადგენთ მას ბაზარზე“, - ამბობს იოშინაგა.

Saturday, November 7, 2015

„ფორდ მუსტანგი“ SEMA-ს შოუს საუკეთესო ავტომობილია

Ford Mustang Named Hottest Car At 2015 SEMA Show
7 ნოემბერი
ლას ვეგასის საავტომობილო ტუნინგის და სპეც ტექნიკის გამოფენა SEMA-ს საუკეთესო ავტომობილად, ზედიზედ მეოთხე დასახელდა „ფორდ მუსტანგი“. წინა სამი ტრიუმფისგან განსხვავებით, წლევანდელი მოსალოდნელი იყო, რადგან „მუსტანგის“ მთავარი მეტოქის, „შევროლე კამაროს“ ახალი თაობის გაყიდვა ახლახანს დაიწყო და ის კონკურენციისთვის მზად არ იყო, რადგან სატუნინგო ატელიეებს მასზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თაობათა ცვლას, იმავე „მუსტანგისთვის“ გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.

„ფოლკსვაგენს“ ვალტერ დე სილვაც ტოვებს

Long-Serving Volkswagen Chief Designer Walter de Silva to Leave the Company
7 ნოემბერი
„ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა ტოვებს - თანამდებობიდან გერმანული ჯგუფის მთავარი დიზაინერი ვალტერ დე სილვა მიდის. მან მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა. მართალია, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ თემის მიმომხილველებს ორი ვარაუდი აქვთ, რომელთაგან ორივეს საფუძველი გააჩნია.

FIA-ს პრეზიდენტი ბოდიშს იხდის

FIA president Jean Todt 'sorry' for 2016 Formula 1/Le Mans clash
7 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ავტოსპორტის მოყვარულებს მოუბოდიშა იმის გამო, რომ ფორმულა ერთის ბაქოს ეტაპი, რომელიც პირველად ჩატარდება, ლე მანის 24-საათიან რბოლას ემთხვევა. FIA-მ უკვე დაასრულა იმ სერიების კალენდრების შედგენა, რომლებიც მისი ეგიდით ტარდება. სამწუხაროდ, ახალ ვერსიებში ფ1-ის და ლე მანის რბოლის თარიღები გადაიკვეთა.

„ლოუქლ მოტორსის“ 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ავტომობილი

Local Motors Presents 3D-Printed LM3D Swim At SEMA
7 ნოემბერი
„LM3D სვიმ“ - ასე ჰქვია ამ პატარა, ღია ავტომობილს, რომლის წარმოებასაც ამერიკული კომპანია „ლოუქლ მოტორსი“ აპირებს. ავტომობილის სახელში LM კომპანიის სახელწოდებას აღნიშნავს, 3D კი იმის მანიშნებელია, რომ ის სამგანზომილებიანი პრინტერის ინტენსიური გამოყენებითაა დამზადებული. ყველაზე საინტერესო კიმ ისაა, რომ ამ ავტომობილის დიზაინი, „ლოუქლ მოტორსის“ საზოგადოების წევრმა, ვინმე კევინ ლომ შეიმუშავა, რომელმაც ამერიკული კომპანიის მიერ სპეციალურად ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა.

Friday, November 6, 2015

„სუზუკი ეარ ტრიზერი“ - მიკრო ავტობუსი დასასვენებლად

Suzuki teases Microbus-like van for Tokyo
6 ნოემბერი
მეორე კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, არის მიკროვენი „ეარ ტრიზერი“. თავისი ფორმით და ფერთა შეხამებით, ეს ავტომობილი ბევრს ალბათ „ფოლკსვაგენის“ მსგავსი სტილის კონცეპტს, მინივენ „ბულის“ მოაგონებს. თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ორი ავტომობილი გაბარიტებით განსხვავებულია. თანაც, „სუზუკის“ შემთხვევაში, აქცენტი სალონის მოწყობაზეა გაკეთებული.

„ფერარი“ წლიურ წარმოებას 9 000 ავტომობილამდე გაზრდის

Ferrari To Ramp Up Production To 9,000 Units By 2019
6 ნოემბერი
მაშინვე, როგორც კი „ფერარის“ მმართველი გამოცვალა, „ფიატ კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ მარანელოელები წარმოებას გაზრდიდნენ. მაგრამ სანამ იტალიური კომპანიის აქციების ნაწილის საფონდო ბირჟაზე გაყიდვა დაიწყებოდა, ამ თემაზე ლაპარაკი არ გაგრძელებულა. და აი, ნიუ იორკის ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, მარკიონემ განაცხადა, რომ „ფერარი“ წარმოების გაზრდას გეგმავს.

„რედ ბული“ ბრაზილიაში ახალი აგრეგატით იასპარეზებს

Red Bull to use new Renault engine in Brazil
6 ნოემბერი
„რენომ“ დაადასტურა, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე, „რედ ბული“ მის განახლებულ აგრეგატს გამოიყენებს. ფრანგულმა კომპანიამ, მის ხელთ არსებული 12 პირობითი ქულიდან (ტოკენიდან), 11 გამოიყენა, რათა სეზონის დასრულებამდე აგრეგატის დახვეწის არსებული შესაძლებლობა ბოლომდე გამოეყენებინა.