Local Motors Presents 3D-Printed LM3D Swim At
SEMA
7 ნოემბერი
„LM3D სვიმ“ - ასე ჰქვია ამ პატარა, ღია
ავტომობილს, რომლის წარმოებასაც ამერიკული კომპანია „ლოუქლ მოტორსი“ აპირებს. ავტომობილის
სახელში LM კომპანიის სახელწოდებას აღნიშნავს, 3D კი იმის მანიშნებელია, რომ ის
სამგანზომილებიანი პრინტერის ინტენსიური გამოყენებითაა დამზადებული. ყველაზე
საინტერესო კიმ ისაა, რომ ამ ავტომობილის დიზაინი, „ლოუქლ მოტორსის“ საზოგადოების
წევრმა, ვინმე კევინ ლომ შეიმუშავა, რომელმაც ამერიკული კომპანიის მიერ სპეციალურად
ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის გამოცხადებისას, არიზონული კომპანიის
გეგმებისადმი ბევრმა სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა. თუმცა „ლოუქლ მოტორსმა“ მაინც
შეძლო საბოლოო პროდუქტის დამზადება და მას ლას ვეგასის ტუნინგ შოუ SEMA-ზე წარადგენს.
ცნობისათვის, ამავე შოუზე კომპანიამ შარშან ყველას თვალწინ, სამგანზომილებიანი
პრინტერით დაბეჭდა ავტომობილი.
ლას ვეგასში პრემიერისთვის მზადების პარალელურად, „ლოუქლ
მოტორსი“ „LM3D სვიმის“ ინტენსიურ ტესტებსაც აწარმოებს, რის პარალელურადაც, ხდება
ავტომობილის სრულყოფა. ამის მიზანი პლატფორმის ჰომოლოგაციაა, რომელზეც კომპანია
არაერთი მოდელის გამოშვებას გეგმავს. ამისათვის „ლოუქლ მოტორსს“ შემუშავებული აქვს
უშუალო ციფრული წარმოების (DDM
- დაირექტ დიჯიტალ მანუფექტიურინგ) ტექნოლოგია, რომლის ნაწილიცაა 3D-პრინტერზე ბეჭდვა.
„ჩვენმა ინჟინრებმა გასული თვეების განმავლობაში,
პირველი ნახაზებიდან შექმნეს ავტომობილი, რომელიც თქვენს წინაშეა. ტექნოლოგია DDM-ის
დახმარებით, ჩვენ დაუჯერებლად სწრაფად შეგვიძლია სრულიად ახალი ავტომობილის დამზადება.
და მომავალი წლიდან, 3D-პრინტერზე დაბეჭდილ ავტომობილებზე შეკვეთების მიღებას
დავიწყებთ“, - ამბობს „ლოუქლ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი ჯეი როჯერსი.
ახალფეხადგმული საავტომობილო კომპანია, მყიდველისთვის
LM3D სერიის ერთდროულად რამდენიმე ახალი ავტომობილის შეთავაზებას გეგმავს. სხვათა
შორის, ამ ავტომობილის დიზაინი საუკეთესოდ კონკურსის ავტორიტეტულმა ჟიურიმ მოიწონა,
რომელშიც ჯეი ლენო და SEMA-ს საავტომობილო ტექნოლოგიების ვიცე პრეზიდენტი ჯონ ვარანიაკი
შედიოდნენ.
თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად მოხდა და „ლოუქლ
მოტორსის“ ავტომობილი სავალდებულო ქრეშ ტესტებს გაივლის და საგზაო სერტიფიკატსაც
მიიღებს, გაყიდვები 2017 წელს დაიწყება. ფასი დაახლოებით 53 000 დოლარი იქნება.
No comments:
Post a Comment