This Is Range Rover’s 2017 Evoque Convertible,
Priced From $50,475
9 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე პრემიერის წინ, „ლენდ
როვერმა“ თავისი ახალი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკ კონვერტაიბლი“, ოფიცალურად
გაგვაცნო გაგვაცნო. ბრიტანულმა კომპანმა ღია „ევოუკის“ ფოტოები და მის შესახებ
მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. რელიზში ნათქვამია, რომ ეს არის „მსოფლიოში პირველი
ლუქს კლასის კომპაქტური ღია უგზოობის ავტომობილი“. საინტერესოა, რომ „ევოუკ
კონვერტაიბლის“ პრემიერა ტარდება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი
ღია „ქროსკაბრიოლეტის“ წარმოება შეაჩერა. ამის მიზეზი კი ღია ქროსოვერის
არაპოპულარობა გახდა.
ღია „ევოუკი“ ბაზირებულია „რეინჯ როვერის“ ყველაზე
პოპულარულ მოდლ „ევოუკის“ სამკარიან ვერსიაზე, რომლის მყარი სახურავი, ქსოვილის
მოსახსნელმა ტენტმა შეცვალა. ეს სახურავი ავტომატურად, 18 წამში ისხნება და ავტომატურადვე,
21 წამში ხურავს ავტომობილს. ავტომატური მექანიზმი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ავტომობილის
სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტი არაა.
როგორც ბრიტანული კომპანია გვამცნობს, რბილი
სახურავის მიუხედავად, როცა ის დახურულია, სალონში ხმაურის დონე თითქმის ისეთივეა,
როგორიც ხუთკარიანი „ევოუკის“ სალონში. ამასთან დასძენს, რომ სახურავის შესანახი
სეგმენტი მცირედით ამცირებს საბარგულის მოცულობას (251 ლიტრი). ოღონდ, საბარგულს
ჩასატვირთი კარი უკნიდან აქვს და ის საკმაოდ ვიწროა.
იმის გამო, რომ ავტომობილს არ აქვს მუდმივი სახურავი,
მისი მზიდი სტრუქტურა გასაძლიერებელი გახდა. კერძოდ, დამატებითი სეგმენტებით
გაძლიერდა A საყრდენი და ავტომობილის ძირი. ამის გამო, ავტომობილი საკმაოდ
დამძიმდა, რასაც ასევე დაემატა სახურავის დასაკეცი მექანიზმის და სალონის დამცავი დასაკეცი
რკალების წონაც. საერთო ჯამში, სტანდარტულ სამკარიან „ევოუკთან“ შედარებით, მისი
ღია ვერსია 270 კილოგრამით დამძიმდა.
„ლენდ როვერი“ ევროპელ მყიდველს ღია „ევოუკს“ ორი
ძრავით შესთავაზებს. ესენია სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი დიზელი TD4, რომელიც 180
ცხენის ძალას იძლევა და 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო, რომლის სიმძლავრეც 240
ცხენის ძალაა. პირველ შემთხვევაში, 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯი მხოლოდ 5.1
ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - მხოლოდ 149 გრამი.
ღია „ევოუკზე“ შედგება „ლენდ როვერის“ უახლესი, 10.2-დუიმიანი,
მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანის და „იაგუარ ლენდ როვერის“ შემდგი თაობის
ინფოტაინმენტ სისტემა „ინ კონტროლ თაჩ პროს“ პრემიერა. ბრიტანული მწარმოებელი
შემდგომში ამ სისტემას თავის სხვა მოდელებზეც დანრგავს.
„ევოუკ კონვერტაიბლის“ გაყიდვები პირველ რიგში,
ბრიტანეთში დაიწყება, სადაც მისი საბაზო ვერსია 47 500 გირვანქა სტერლინგი
ეღირება. ამერიკაში კი ზაფხულში შევა და იქ ფასი 50 475 დოლარიდან დაიწყება.
No comments:
Post a Comment