Force India aims to seal fifth place in Brazil
9 ნოემბერი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე
ორი ეტაპიღა დარჩა. ჩემპიონები კონსტრუქტორთა თასზეც და პილოტთა ჩათვლაშიც
გამოვლენილია. მაგრამ დანარჩენი ადგილებისთვის ბრძოლა გრძელდება. და ის არანაკლებ
დაძაბული იქნება, ვიდრე ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ლოკალური ბრძოლა
მე-5 ადგილისთვის არის მოსალოდნელი. უფრო სწორედ, მის ვადამდე დაუფლებას „ფორს ინდია“
ეცდება.
ინდური გუნდი ამ ეტაპზე 41 ქულას უგებს „ლოტუსს“.
დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 86 ქულის აღებაა შესაძლებელი. თუმცა საეჭვოა,
რომელიმე ამის ნახევარს მაინც შესწვდეს. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ „ფორს
ინდია“თავის ისტორიაში პირველად შეძლებს მეხუთე ადგილის დაკავებას. ცნობისათვის, მე-6
სამჯერ აქვს მოპოვებული (2011, 2013 და 2014 წლებში). კონსტრუქტორებში ადგილებს დიდი
მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მათ შესაბამისად ნაწილდება სარეკლამო
შემოსავლებიდან მიღებული მილიონები.
„თუბრაზილიაში ქულებს ავიღებთ, მაშინ მეხუთე ადგილს
დავისაკუთრებთ და ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ესაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას
შევძლებთ. და ძალიან კარგი იქნება, თუ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ადგილს, ორივე
მანქანა ფინიშთან ქულებში მოსვლით დააგვირგვინებს“, - ამბობს „ფორს ინდიას“ თანამფლობელი
და შეფი ვიჯეი მალია.
თუ სან პაულუში „ლოტუსი“ ქულის აღებასაც ვერ
შეძლებს, „ფორს ინდიას“ ოდენ სამი ქულაც ჰყოფნის იმისათვის, რომ ვადამდე დაეუფლოს მეხუთე
ადგილს. მექსიკაში ინდური გუნდის პილოტებმა, ნიკო ჰულკენბერგმა და სერხიო პერესმა
შესაბამისად, მე-7 და მე-8 ადგილები დაიკავეს. „ლოტუსმა“ კი ერთადერთი ქულა აიღო -
მე-10 ადგილი დაიკავა რომენ გროჟანმა.
„ბოლო
ეტაპებზე ჩვენ რბოლებს კარგი შედეგებით ვასრულებთ. ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში
ვარ და გუნდიც ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ გვინდა, რომ სეზონი კარგი შედეგებით
დავასრულოთ და ვფიქრობ, ეს შეგვიძლია“, - ამბობს პერესი. რაც შეეხება ჰულკენბერგს,
მან ინტერლაგუშზე 2010 წლის რბოლა პოულიდან დაიწყო, 2012-ში კი შესანიშნავად
იასპარეზა და რბოლას ლიდერობდა კიდეც, თუმცა მოწინავე პოზიცია, ლუის ჰამილტონთან
კონტაქტის შემდეგ დაკარგა.
No comments:
Post a Comment