Ford Stretches UK Market Lead, Fiesta Is Overall
Best-Seller
9 ნოემბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სექტემბერსა და
ოქტომბერში, მბრიტანულ ბაზარზე, 101 598 ავტომობილი გაჰყიდა და რაც ასევე ნიშანდობლივია,
ყველა სექტორში, გაყიდვების ლიდერობა განიმტკიცა. ავტომობილების მწარმოებლების და
მოვაჭრეების საზოგადოების (SMMT - სოსიეტი ოფ მოტორ
მენუფექტურერს ენდ ტრეიდერს) ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ „ფორდი“ ბრიტანულ ბაზარზე
გაყიდვებში აშკარა ლიდერია, არამედ მისი „ფიესტა“ კვლავაც ამ ბაზრის ბესტ სელერის
პოზიციას ინარჩუნებს. „ტრანზიტი“ და „ტრანზიტ კასტომი“ კი თავიანთ კლასებში არიან
ლიდერები.
ბრიტანული ბაზრის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების
სიის პირველ ოცეულში, ცისფერი ოვალის ხუთი ავტომობილი შედის. ლიდერ „ფიესტაზე“
უკვე ითქვა. მე-4 ადგილი კომპაქტურ ჰეჩბეკ „ფოკუსს“ უკავია. მე-18 ადგილზეა
ქროსოვერი „კუგა“. მათ გარდა, ოცეულში არიან „ტრანზიტი“ და „ტრანზიტ კასტომიც“.
როგორც „ფორდის“ ბრიტანული შტოს თავმჯდომარე და
მმართველი დირექტორი ენდი ბარეტი ამბობს, მისი კომპანია ბრიტანულ ბაზარზე წარმატებებს
თავისი ძირითადი მოდელების ხარჯზე აღწევს და იმავდროულად, ისეთ ახალ სეგმენტებშიც აქტიურდება,
რომლებშიც „მუსტანგი“, „მონდეო ვინიალე“ და „ფორდ ეჯი“ ფიგურირებს. რაც შეეხება „ფიესტას“,
უკვე შვიდი წელია, რაც ეს პატარა ავტომობილი ალბიონზე ბესტ სელერის წოდებას არავის
უთმობს. ცისფერი ოვალის კომერციული ავტომობილები კი ასევე ყველაზე წარმატებულებია
თავ-თავიანთ კლასში. უფრო მეტიც, „ტრანზიტის“ ოჯახის ავტომობილების ჯამური
გაყიდვები, „ფიესტას“ გარდა, ბრიტანულ ბაზარზე ყველა დანარჩენზე მეტია.
SMMT-ის ოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანეთში ოქტომბერში,
წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ავტომობილების გაყიდვები 1.1 პროცენტით
შემცირდა. ალბიონზე პირველ ათ თვეში, სულ 2 272 550 ავტომობილია გაყიდული.
აქედან „ფორდზე“ 290 409 რეგისტრაცია მოდის, რაც უახლოესი კონკურენტის გაყიდვებზე 62 418 რეგისტრაციით მეტია.
ოქტომბერში მარტო „ფიესტა“ 8 577 ცალი გაიყიდა. სულ
კი ათ თვეში ეს ავტომობილი 116 631 ცალი გაიყიდა და ის კონკურენტებს სოლიდური ჰანდიკაპით
სჯობნის. რაც შეეხება კომერციული ავტომობილების სეგმენტს, მისი გაყიდვები ბრიტანეთში
შემცირებულია, თუმცა „ტრანზიტის“ ოჯახის ავტომობილების გაყიდვები 10.9 პროცენტით
გაიზარდა.
No comments:
Post a Comment