Suzuki lifts annual profit outlook on strong
India, VW stake sale
8 ნოემბერი
„სუზუკი მოტორმა“ გამოაცხადა, რომ წლიური მოგების
პროგნოზს 14 პროცენტით ზრდის და ამას იმ ფაქტით ხსნის, რომ მოსალოდნელზე კარგი
გაყიდვები და შესაბამისად შემოსავალი აქვს ინდურ ბაზარზე. გარდა ამისა, შემოსავლის
ზრდას განაპირობებს ის ფაქტი, რომ იაპონურმა კომპანიამ, „ფოლკსვაგენის“ აქციების
მის ხელთ არსებული პაკეტი გაჰყიდა.
სიდიდით მეოთხე იაპონურმა კომპანიამ ასევე
გამოაცხადა, რომ ფინანსური წლის (31 მარტს იწურება) მოგების მოცულობას 125 მილიარდი
იენის (დაახლოებით 1.03 მილიარდი დოლარი) დონეზე პროგნოზირებს. არადა, პირვანდელი
პროგნოზით, 110 მილიარდი იენის მოგებას ვარაუდობდა.
ფინანსური წლის პირველ ნახევარში, რომელიც 30 სექტემბერს
ამოიწურა, „სუზკის“ მოგება 47 პროცენტით გაიზარდა და 79.05 მილიარდი იენი შეადგინა.
აქედან 36.7 მილიარდი იენი, „ფოლკსვაგენის“ აქციების გაყიდვით მიიღო. თუმცა იაპონური
კომპანია აცხადებს, რომ გერმანული ჯგუფის აქციების გაყიდვის გარდა, მისი მოგების
ზრდა, ინდურ ბაზარზე გაყიდვების ზრდამაც განაპირობა.
გარდა ამისა, „სუზუკის“ წარმოების განვითარების
შეფმა ჯუნია კუმატაკიმ განაცხადა, რომ უახლესი მინი ქროსოვერი „იგნისი“ (ფოტოზე), რომლის
სერიული ვერსიაც ახლახანს, ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, ევროპულ ბაზარზე 2017 წლიდან
შევა. პირველად ის იტალიის ბაზარზე გაიყიდება, შემდეგ კი - დანარჩენ ქვეყნებშიც.
კუმატაკის
თქმით, ახალი ავტომობილი, „სუზუკის“ უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც
ჩვეულებრივზე 30 პროცენტით მტკიცე და 15 პროცენტით მსუბუქია. „იგნისი“ სერია
დუალჯეტის 1.25-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც წყვილში
უსაფეხურო ვარიატორი მუშაობს. ტოკიოში „იგნისი“ სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით
წარსდგა, თუმცა მისი საბაზო ვერსია წინა ამძრავიანი იქნება.
No comments:
Post a Comment