Ferrari To Ramp Up Production To 9,000 Units By
2019
6 ნოემბერი
მაშინვე, როგორც კი „ფერარის“ მმართველი გამოცვალა,
„ფიატ კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, რომ მარანელოელები
წარმოებას გაზრდიდნენ. მაგრამ სანამ იტალიური კომპანიის აქციების ნაწილის საფონდო
ბირჟაზე გაყიდვა დაიწყებოდა, ამ თემაზე ლაპარაკი არ გაგრძელებულა. და აი, ნიუ
იორკის ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, მარკიონემ განაცხადა, რომ „ფერარი“
წარმოების გაზრდას გეგმავს.
თუმცა, მისივე თქმით, ეს იქნება წარმოების
საფეხურებრივი ზრდა და 2019 წელს გამოშვებული ავტომობილების რიცხვი 9 000-ს
მიაღწევს. ეს კი ამჟამად არსებულ ჭერზე დაახლოებით მესამედით მეტია. როგორც ცნობილია,
წარმოება 7 000 ერთეულით, ლუკა დი მონტეძემოლომ შეზღუდა. ამის მიზანი კი, მარანელოელთა
ავტომობილების ექსკლუზიურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება იყო.
თუმცა, მარკიონე თვლის, რომ განვითარებადი ბაზრების
ზრდის კვალობაზე, „ფერარის“ ავტომობილებზე მოთხოვნაც არნახულად იზრდება და ამ
რესურსის ხელოვნურად არგამოყენება უპატიებელი შეცდომა იქნება. იმავდროულად, „ფერარი“
მაინც მკაცრად გააკონტროლებს მის მიერ წარმოებული ავტომობილების რიცხვს და
შესაბამისად, ექსკლუზიური პროდუქციის მწარმოებლის იმიჯსაც შეინარჩუნებს. ამაში კი
მიწოდებასა და მოლოდინს შორის არსებული თანაფარდობის გაკონტროლება დაეხმარება.
No comments:
Post a Comment