დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 9, 2013

ჩინური „დონფენი“ შეიძლება „PSA პეჟო სიტროენის“ მსხვილი აქციონერი გახდეს

Dongfeng to take 30% stake in PSA Peugeot Citroën?
9 ოქტომბერი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო კომპანია „PSA პეჟო სიტროენს“ რთული პერიოდი აქვს - წლის პირველ ნახევარში 510 მილიონი ევრო იზარალა და 11 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირა. ზარალის შესამცირებლად, ფრანგულ გიგანტს ერთი ქარხნის გაჩერებაც კი მოუწია. მაგრამ შესაძლოა, მალე პრობლემები უკან დარჩეს და ეს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის - „დონფენის“ დამსახურება იქნება.

„რედ ბული“ კერს-ს ჩაჭიდების გასაზრდელად იყენებს?

Red Bull using KERS for traction?
9 ოქტომბერი
ფორმულა ერთის კულუარებში, კიდევ ერთ შესაძლო სიახლეზე დაიწყეს ლაპარაკი, რაც „რედ ბულის“ აშკარა უპირატესობას განაპირობებს. კორეაში რბოლის დროს, სპეციალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა, სებასტიან ფეტელის მანქანაზე, ტრექშნ კონტროლის ერთგვარ სახეობას იყენებენ, რომელშიც მთავარ როლს სისტემა კერს-ი ასრულებს.

„ფორდი“ ცდის ავტომობილს, რომელსაც დამოუკიდებლად პარკირება შეუძლია (ვიდეო)

Ford testing car that can park completely on its own
9 ოქტომბერი
„ფორდ მოტორი“ თვითპარკირების უნარის მქონე ავტომობილის ტესტირებას შეუდგა. ასეთი ავტომობილი თავისუფლად შეძლებს ისეთი ვიწრო ადგილის დაკავებას, სადაც კარის გაღება, სხვა ავტომობილთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. ახალი ტექნოლოგიის სახელია „ფული ესისტდ პარკინგ ეიდ“ (პარკირების სრულფასოვანი დამხმარე საშუალება). „ფოკუსზე“ დამონტაჟებული სისტემის ტესტირება ბელგიაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით ის არცერთი სერიული ავტომობილისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა „ფორდი“ ასეთი სისტემის სერიულ ავტომობილებზე დანერგვას არ გამორიცხავს.

Tuesday, October 8, 2013

მალდონადო: ასეთ სეზონს სახლში ყოფნა მირჩევნია

Pastor Maldonado: staying 'at home' preferable to 2013 F1 repeat
8 ოქტომბერი
პასტორ მალდონადო ირწმუნება, რომ ფორმულა 1-ის მომავალი სეზონის გამოტოვება ურჩევნია, თუ ეცოდინება, რომ მასაც ისევე უღიმღამოდ ჩაატარებს, როგორც მიმდინარე სეზონს, რომელშიც მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. გასულ სეზონში ვენსუელელმა მრბოლმა „უილიამსის“ მანქანით ესპანეთის დიდი პრიზის მოგება შეძლო, თუმცა ბრიტანულმა გუნდმა წელს საშინელი მანქანა მოამზადა, რაც მალდონადოს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.

„მერსედესი“ „ბეემვე X6-ის“ კონკურენტს გამოუშვებს

Mercedes-Benz Confirms It’s Building an Impractical Crossover Like the BMW X6
8 ოქტომბერი
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ბლოგმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „მერსედეს-ბენცი“ მალე დაიწყებს სპორტული ქროსოვერის წარმოებას, რომელიც „ბეემვე X6-ის“ კონკურენტი გახდება. ოღონდ, ბავარიული კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც X6-ის და X5-ის დაშორებას აპირებს, სამქიმიანთა ახალი ავტომობილი, მათი M-კლასის ქროსოვერის სპორტული ვერსია იქნება. გამოცემამ ეს ინფორმაცია „მერსედეს-ბენცის“ ორი აღმასრულებლისგან მიიღო, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

„ფორდი“ პირველი კონვეიერის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

Ford Celebrates 100th Ann. of Moving Assembly Line with New Plans
8 ოქტომბერი
საავტომობილო სამყაროში პირველ კონვეიერს, რომელიც „ფორდის“ დამაარსებელმა ჰენრი ფორდმა თავისი კომპანიის ჰაილენდ პარკის (მიჩიგანი) ქარხანაში 1913 წლის დეკემბერში აამოქმედა, ასი წელი უსრულდება. და ამ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკული კომპანია იწყებს ახალი გეგმის განხორციელებას, რომლის მიზანიც, მისი ქარხნების საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესება და გლობალური წარმოების გაფართოებაა.

„მაკლარენმა“ P1-ის წარმოება დაიწყო

McLaren P1 production begins
8 ოქტომბერი
ეს ავტომობილი ლეგენდარული F1-ის შთამომავალია და ბუნებრივია, მისი წარმოების დაწყება ავტოინდუსტრიაში განსაკუთრებული მოვლენაა. იმის მიუხედავადაც, რომ ბრიტანული კომპანია მხოლოდ 375 ცალი P1-ის გამოშვებას გეგმავს, რომელთაგან თითოეული 866 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1.150 მილიონი დოლარი) ეღირება.

Monday, October 7, 2013

„ტოიოტა კოროლამ“ ქრეშ ტესტი ჩააგდო

New Toyota Corolla Fails to Impress in IIHS Small Overlap Test
7 ოქტომბერი
მართალია, ევრო NCAP-ის ტესტებზე „ტოიოტა კოროლას“ კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ მისმა ამერიკულმა ვერსიამ, ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) ქრეშ ტესტები ცუდი შედეგით დაასრულა. ამის მთავარი მიზეზი კი მცირე გადაფარვით შეჯახებისას დაფიქსირებული ცუდი შედეგებია. კერძოდ, ავტომობილმა შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ“ მიიღო, მაგრამ პლუსის გარეშე, რაც იაპონური კომპანიისთვის არასასურველი შედეგია.

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური „ჯენეზის კუპე ლეგატო“

Hyundai Preps 400HP Genesis Coupe Legato Concept for SEMA Show
7 ოქტომბერი
კორეული კომპანია ამ ავტომობილსაც ლას ვეგასის ავტო შოუ SEMA-სთვის ამზადებს, სადაც სულ სამი კონცეპტუალური ავტომობილით წარსდგება. მათგან ერთია „ჯენზის კუპეს“ 1 000-ცხენისძალიანი ვერსია, რომელიც კომპანია „ბისიმოტოსთან“ ერთადაა შექმნილი, მეორე კი „ველოსტერ ნაით რეისერი“, გაცილებით „მშვიდი“ (250 ცხ.ძ) ავტომობილი, აგრესიული გარეგნობით.

ოჟიემ ჩემპიონობა გამარჯვებით აღნიშნა

Rallying-Ogier celebrates title with France win
7 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული ჯერ კიდევ საფრანგრთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთზე გასვლამდე გაინაღდა. ახალმა ჩემპიონმა 12.2 წამით აჯობა ესპანელ დანი სორდოს, რომელთანაც მხოლოდ 7.3 წამი წააგო ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. სამაგიეროდ, ლოებმა ხელმოცარულმა დატოვა რალის მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ლოებს და მის ნავიგატორ დანიელ ელენას ტრავმა არ მიუღიათ. 

ფრანკიტის ავარია ჰიუსტონში

Franchitti and spectators injured in IndyCar crash
7 ოქტომბერი
ინდიქარ-ის ჰიუსტონის რბოლის მიწურულს, მძიმე ავარია შეემთხვა ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულსა და ინდიქარ-ის ოთხგზის ჩემპიონს, შოტლანდიელ დარიო ფრანკიტის. ჩიპ განასის გუნდის 40 წლის ვეტერანი, მაღალი სიჩქარით მოსახვევის გავლისას, უკნიდან იაპონელი ტაკუმა სატოს მანქანას შეეჯახა. შეჯახება ბორბლებით მოხდა, რამაც ფრანკიტის მანქანა ჰაერში ააფრიალა და ბეტონის კედლის თავზე აღმართულ დამცავ ბადეზე მიაგდო. მანქანმ რამდენიმე ბრუნი შეასრულა, ბადეც მოარღვია და ტრასაზე პრაქტიკულად დაშლილი დაეცა. შემთხვევამ, ფრანკიტის გარდა, 13 მაყურებელი და ერთი ტრასის თანამშრომელიც დააზიანა.

Sunday, October 6, 2013

„აუდი“ კონცეპტუალური „ნანუკის“ გამოშვებას აპირებს

Audi Mulling a Production Version of Nanuk Quattro Concept!
6 ოქტომბერი
კონცეპტუალური „აუდი ნანუკი“ ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მას „ლამბორგინის“ მსგავს კონცეპტ „პარკურთან“ ახლო ნათესაობაც აკავშირებს და თავისი შესანიშნავი მახასიათებლების გარდა, ავტოგურმანებისთვის ამის გამოც არის სასურველი. და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის თუნდაც მცირესერიულ წარმოებას გადაწყვეტენ.

„ლენდ როვერით“ ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე

British team attempting 10K-mile, 10-day drive in Land Rover
6 ოქტომბერი
რალი მარათონების ბრიტანელმა მრბოლებმა, რობერტ ბელჩერმა და სტივენ კუპერმა დაიწყეს ტრანსკონტინენტური გარბენი ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ათ დღეში უნდა დაასრულონ და ამ დროში, დაახლოებით 16 000 კილომეტრი უნდა გაიარონ. გარბენი 4 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. მარათონის მონაწილეები სულ 13 ქვეყანაზე, მათ შორის, ლიბიასა და კენიაშიც გაივლიან, სადაც მათ სახიფათო გზა ელით.

ჰამილტონს საბურავებმა უმტყუნა

Mercedes admits it faced dilemma with Hamilton's strategy
6 ოქტომბერი
კორეაში რბოლის დროს, ლუის ჰამილტონმა რადიოთი შეატყობინა თავის გუნდს, რომ საბურავების მეორე კომპლექტი, რომელიც მის მანქანზე პირველი პიტსტოპისას დააყენეს, ძალიან სწრაფად გაცვდა და მანქანას აღარ იჭერდა. ამის გამო, „მერსედესი“ ტაქტიკის შეცვლის დილემის წინაშე აღმოჩნდა - რაც შეიძლება დაეყოვნებინათ ჰამილტონი ტრასაზე, რათა საბურავები დაგეგმილ დრომდე შეენარჩუნებინათ, ან დაუყოვნებლივ შეეყვანათ ბოქსში.

ალეს ჰულკენბერგ!

Motor racing-Vettel takes fourth win in a row
6 ოქტომბერი
რა თქმა უნდა, რბოლა სებასტიან ფეტელმა მოიგო. ეს მისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და დარჩენილ რბოლებშიც რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ის ვიხილოთ, არავის უნდა გაუკვირდეს. ჰულკენბერგი კი, მართალია, კვარცხლბეკზეც ვერ ავიდა - მის წინ რბბოლა „ლოტუსის“ პილოტებმა დაასრულეს, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე, გერმანელმა ლომივით იბრძოლა პოზიციის შესანარჩუნებლად და ჯერ ფერნანდო ალონსოს, შემდეგ კი ლუის ჰამილტონს, სულ კუდით ქვა ასროლინა!