Red Bull using KERS for traction?
9 ოქტომბერი
ფორმულა ერთის კულუარებში, კიდევ ერთ შესაძლო სიახლეზე
დაიწყეს ლაპარაკი, რაც „რედ ბულის“ აშკარა უპირატესობას განაპირობებს. კორეაში
რბოლის დროს, სპეციალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა, სებასტიან ფეტელის
მანქანაზე, ტრექშნ კონტროლის ერთგვარ სახეობას იყენებენ, რომელშიც მთავარ როლს
სისტემა კერს-ი ასრულებს.
ესპანურ გამოცემა „ელ კონფიდენსიალში“ გამოითქვა
ვარაუდი, რომ შესაძლოა, ფეტელის მანქანაზე კერს-ს მოსახვევების გავლის დროსაც იყენებენ,
რაც ამ დროს მანქანის მდგრადობის გაუმჯობესებას და სიჩქარის გაზრდას უწყობს ხელს.
ამასთან, აჩქარებაც უფრო სწრაფად ხდება. გამოთქმული ვარაუდით, სისტემა კერს-ი
საკიდარის სენსორებთანაცაა დაკავშირებული. მოსახვევის გავლის დროს, ელექტრო ძრავი
ბორბლებისგან მიღებული მაბრუნი მომენტით ტრიალებს და ენერგიის შეგროვების გარდა, ბორბლების
გზასთან ჩაჭიდების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.
მართალია, კერს-ის ამგვარად გამოყენება აკრძალული
არაა, მაგრამ საჩემპიონო მანქანების მთავარი შემოქმედი ედრიან ნიუი მაინც უარყოფს ჩაჭიდების
გასაზრდელად კერს-ის გამოყენებას. „ჩვენ, ისევე როგორც სხვა გუნდები, კერს-ის
მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამას ყველა ერთნაირად
აკეთებს“, - ამბობს ნიუი.
No comments:
Post a Comment